AMO

რა არის AMO

აშშ-ში კლინიკური გამოცდილება სამედიცინო სტუდენტებისა და ექიმებისთვის

რას გვთავაზობს AMO

AMO-ს პარტნიორი ამერიკელი ექიმები, საავადმყოფოები და კლინიკები ახორციელებენ ოთხკვირიან კლინიკურ როტაციას, როგორიცაა არჩევითი კურსები და კლინიკური პრაქტიკა  საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
პროგრამის მონაწილეები ესწრებიან საავადმყოფოებში, კვლევის ადგილებში და კლინიკებში პაციენტების  დიაგნოსტიკას და მკურნალობას ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.

რატომ უნდა ავირჩიოთ AMO

აღნიშნული კლინიკური გამოცდილება შეესაბამება აშშ-ს რეზიდენტურის პროგრამას, მისი მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და USMLE Step 2 CK და Step 2 CS-ისთვის მომზადების პროცესში პრაქტიკის მიღება. გარდა ამისა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა გაზრდის, ზოგადად, ექიმის კვალიფიკაციას და გაამდიდრებს მის ცოდნას. მრავალმა ამერიკელმა რეზიდენტმა წარმატებით გამოიყენა პროგრამაში მიღებული გამოცდილება შემდგომ საექიმო პრაქტიკაში.

AMO-ს გვერდზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, თქვენ არჩევთ სასურველ სპეციალობას, კლინიკას და როტაციის პერიოდს. აგრეთვე AMOpportunities არ არის მხოლოდ ფორმის შევსება და ვარიანტების მიღება. რეგისტრაციის შემდგომ თქვენ სისტემატურად დაგეგზავნებათ განახლებული ინფორმაცია თქვენი ინტერესთა სფეროდან გამომდინარე.

AMO-ს კოორდინატორები აპლიკანტს უწევენ კონსულტაციას რეგისტრაციის ყველა ეტაპზე, ეხმარებიან საჭიროებისამებრ ისეთ საკითხებში როგორც არის ვიზის მიღება, დაზღვევა თუ საცხოვრებელი ბინის პოვნა.

AMOpportunities რეგისტრაციის დასრულებისთანავე ინფორმაცია ეგზავნება შესაბამის კლინიკას თუ ექიმს.