განცხადებები

1 DEC

როგორ შევადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი

14 დეკემბერს თსა-ში ტარდება უფასო ტრენინგი თსა-ს სტუდენტებისთვის " როგორ შევადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი" რეგისტრაციის მსურველებმა მიმართეთ ოფისის მენეჯერს მე-3 სართულზე.
16 ნოე

ვაკანსიებთან დაკავშირებით

ძვირფასო მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსელებო! პროფესიული წინსვლისთვის თსა გთავაზობთ ვაკანსიებს სხვადასხვა კლინიკებში შემდეგი მიმართულებებით: ექთანის, ექთნის თანაშემწის და ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობებზე. დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: ტელ: 599301644 - მარიამი m.gabrichidze@tma.edu.ge
11 ოქტ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 11 ოქტომბერს, 408-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი სტუდენტებისათვის, სადაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ. მოგიწოდებთ დასწრებისა და აქტიურობისაკენ!
9 ოქტ

თსა-ში დაიწყო რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში

Untitled Document

თქვენ გაქვთ შანსი გაემგზავროთ სასწავლებლად :
 პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი (კოშიცე, სლოვაკეთი)
 გრანადას უნივერსიტეტი (გრანადა, ესპანეთი)

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ შეავსოთ ფორმა: www.goo.gl/DDuKLb
ელექტრონულად ან მობრძანდეთ ოფისის მენეჯერთან. III სართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 ოქტომბერი.

international@tma.edu.ge 
erasmus@tma.edu.ge

24 სექ

შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ! ! !

ინფორმაცია თსა-ში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ:
1 - განცხადების მიღება 2018 წლის 24 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე
2 - კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობადა შესაბამისი ბრძანების გამოცემა 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით
14 სექ

აკადემიური კალენდარი

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი იხილეთ შემდეგ ბმულზე
1 ივნ

დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით.

თსა-ს კარიერული მხარდაჭერის სამსახური გთავაზობთ დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას დასაქმების სააგენტო HR-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 1 ივნისს, 14:00 საათზე 408 აუდიტორიაში. დაგეგმე შენი კარიერა!
8 მაი

2017 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

თსა-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერული მხარდაჭერის სამსახური გთავაზობთ უფასო მოსამზადებელ კურსს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებში. აღნიშნულის პარაელურად, შესაძლებლობა გექნებათ დასაქმდეთ კომპანია Imedi L-ში ექიმის ასისტენტის და ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციებზე. რეგისტრაციისთვის მიმართეთ m.beradze@tma.edu.ge
12 მარ

საერთაშორისო კვირეული

13- 16 მარტს თბილისი სამედიცინო აკადემიაში ტარდება საერთაშორისო კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩამოდიან პროფესორები ვილნიუსის უნივერსიტეტიდან და ტარტუს ჯანდაცვის კოლეჯიდან. ისინი ჩაატარებენ ლექციებს სტუდენტებისთვის ფიზიოლოგიასა და ბიოქიმიაში. დასწრება სავალდებულოა!!!
ლექციების განრიგია:
14 მარტი - 4 სართული აუდიტორია 408
სტუდენტებისთვის
11 -12 სთ „გლიური უჯრედების ფიზოლოგია“ პროფესორი ვაივა ჰენდრიქსონი
12- 13 სთ „ლიპოპროტეინების მეტაბოლოზმი“ პროფესორი დოვილე კარჩიუსკაიტე
14 მარტი - 4 სართული აუდიტორია 407
სტუდენტებისთვის
13- 14 სთ „ინტერნაციონალიზაცია სტუდენტებისთვის“ ბატონი დანიელ იანტრა (აღნიშნულ ლექციაზე სავალდებულოა დასწრება იმ სტუდენტებისთვის, ვინც მომავალში დაინტერესბულია გაცვლითი პროგრამებით და საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივით)
15 მარტი- 4 სართული აუდიტორია 408
სტუდენტებისთვის
11 – 12 სთ „ნერვული უფრედების ელექტრული თვისებები“ პროფესორი ვაივა ჰენდრიქსონი
12- 13 სთ „D ვიტამინის მეტაბოლიზმი“ პროფესორი დოვილე კარჩიუსკაიტე

14 მარტი 15 – 16 სთ ოთახი 407
ლექცია პროფესორ-მაწავლებლებისთვის
საერთაშორისო პროექტებში გამოცდილება, კოლაბორაცია, ერთობლივი კვლევა“ ბატონი რიჩარდ იალაკასი (ტარტუს ჯანდაცვის კოლეჯი, ესტონეთი)

15 მარტი 14- 15 სთ, ოთახი 405
ლექცია ადმინისტრაციული პერსონალისთვის
„ლიდერობა ჯანდაცვის სფეროში“ ბატონი კერსტი ვიიკტარი (ტარტუს ჯანდაცვის კოლეჯი, ესტონეთი)

26 თებ

სტუდენტების საყურადღებოდ

2018 წლის 10 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმ სტუდენტების რეგისტრაცია (I და VI კურსების გარდა), რომელთაც სურვილი აქვთ 1-2 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ლიტვაში ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: ბმული
ან მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ოთახი 306).

8 დეკ

ძვირფასო სტუდენტებო!

ძვირფასო სტუდენტებო! 2017 წლის 8 დეკემბერს 17:00 საათზე თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ განათლების კომიტეტის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“. შეხვედრას წაიყავნს ტრენერი სოფო ქვარცხავა. იგი მიმოიხილავს თუ რა დეტალები უნდა გაითვალისწინოს სიტყვით გამომსვლელმა, რათა მისი გამოსვლა იყოს წარმატებული. მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით ოფისის მენეჯერთან მე-3 სართულზე ან გამოაგზავნოთ ელ-ფოსტა მისამართზე: tma@tma.edu.ge
1 დეკ

შიდსის უფასო სქრინინგის აქცია

2017 წლის 1 დეკემბერს, თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვის და სოციალური აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით 205 აუდიტორიაში 10:00-12:00 საათამდე ჩატარდება შიდსის უფასო სქრინინგის აქცია.
29 ნოე

საუნივერსიტეტო თასის ტურნირი

2017 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე აკადემიის ფეხბურთის გუნდი შეხვდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდს (GIPA) საუნივერსიტეტო თასის ტურნირის ფარგლებში. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია! ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს! გელით ყველა გულშემატკივარს სპორტკომპლექს არენა-1-ში, 29 ნოემბერს, 12:00 საათზე.
23 ნოე

ტრენინგი პროექტების წერაში

ძვირფასო სტუდენტებო!
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს 12:00 საათზე თსა-ს "სტუდენტური აკადემიის" განათლების კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი პროექტების წერაში.
ტრენერი ანი სარიშვილი მიმოიხილავს პროექტის მომზადების პრინციპებს და ტექნიკას, წარმატებული პროექტისთვის საჭირო მახასიათებლებს.
ტრენინგზე დასწრება უფასოა! ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია 2017 წლის 22 ნომბერის ჩათვლით თსა-ს ოფისის მენეჯერთან ან გამოაგზავნეთ ელ-ფოსტა მისამართზე tma@tma.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 19 33 88
17 ნოე

სისხლის უანგარო დონორთა აქცია

თბილისის სამედიცინო აკადემია აგრძელებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2017 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისათვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, კურსისა და აკადემიური მოსწრების (GPA-ს) მიუხედავად.სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ უცხო ენაზე. სტუდენტებს საშუალება გექნებათ, გაიაროთ ინტენსიური პრაქტიკა და შეიძინოთ ფასეული გამოცდილება. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ოთახი 306 ან დაგვიკავშირდით:
28 ივნ

2017 წლის კურსდამთავრებულთა !

ძვირფასო დამამთავრებელი კურსის სტუდენტებო! გილოცავთ თითოეული თქვენგანის მიერ გავლილი უმნიშვნელოვანესი გზის დასასრულს და გისურვებთ წარმატებით სავსე, მრავალფეროვან მომავალს! გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც გაიმართება 28 ივნისს, სასტუმრო "მუზა"-ში. (მის: კუს ტბის ასახვევი 1)
25 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ღიაკარის დღე თბილისის სამედიცინო აკადემიაში 25 მარტი 12 საათი
14 მარტ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ცხადდება თსა-ს და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ კლინიკურ პრაქტიკას საუნივერსიტეტო კლინიკებში. კანდიდატების შერჩევა იწარმოებს უცხო ენის ცოდნისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგნეს ორ კვირას და მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 მარტი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსა-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ალეკო მუკათარიძე მობ: 579 69 99 99
13 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სამედიცინო აკადემია აგრძელებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2017 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისათვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, კურსისა და აკადემიური მოსწრების (GPA-ს) მიუხედავად.სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ უცხო ენაზე. სტუდენტებს საშუალება გექნებათ, გაიაროთ ინტენსიური პრაქტიკა და შეიძინოთ ფასეული გამოცდილება. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ოთახი 306 ან დაგვიკავშირდით:
15 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

2017 წლის 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმ სტუდენტების რეგისტრაცია  (I  და VI  კურსების გარდა),   რომელთაც სურვილი აქვთ 1-2 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ  ლიტვაში  ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.vu.lt/en/studies/exchange-students/enrolment-procedure
ან მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ოთახი 306).