განცხადებები

28 ივნ

2017 წლის კურსდამთავრებულთა !

ძვირფასო დამამთავრებელი კურსის სტუდენტებო! გილოცავთ თითოეული თქვენგანის მიერ გავლილი უმნიშვნელოვანესი გზის დასასრულს და გისურვებთ წარმატებით სავსე, მრავალფეროვან მომავალს! გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც გაიმართება 28 ივნისს, სასტუმრო "მუზა"-ში. (მის: კუს ტბის ასახვევი 1)
25 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ღიაკარის დღე თბილისის სამედიცინო აკადემიაში 25 მარტი 12 საათი
14 მარტ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

ცხადდება თსა-ს და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ კლინიკურ პრაქტიკას საუნივერსიტეტო კლინიკებში. კანდიდატების შერჩევა იწარმოებს უცხო ენის ცოდნისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგნეს ორ კვირას და მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 მარტი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსა-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ალეკო მუკათარიძე მობ: 579 69 99 99
13 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სამედიცინო აკადემია აგრძელებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2017 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისათვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, კურსისა და აკადემიური მოსწრების (GPA-ს) მიუხედავად.სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ უცხო ენაზე. სტუდენტებს საშუალება გექნებათ, გაიაროთ ინტენსიური პრაქტიკა და შეიძინოთ ფასეული გამოცდილება. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3 დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ოთახი 306 ან დაგვიკავშირდით:
15 მარტ

სტუდენტების საყურადღებოდ!

2017 წლის 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმ სტუდენტების რეგისტრაცია  (I  და VI  კურსების გარდა),   რომელთაც სურვილი აქვთ 1-2 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ  ლიტვაში  ვილნიუსის სამედიცინო უნივერსიტეტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.vu.lt/en/studies/exchange-students/enrolment-procedure
ან მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს (ოთახი 306).