ჩვენს შესახებ

თბილისის სამედიცინო აკადემია დაარსებულ იქნა 1992 წელს გამოჩენილი ქართველი ექიმის, პედიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერის, პეტრე შოთაძის მიერ. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი .

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მთელი მისი საექიმო , სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტთან (შემდგომში საქართველოს სახ . სამედიცინო აკადემია), სადაც განვლო გზა ასპირანტიდან ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგემდე და რექტორამდე.

პეტრე შოთაძეს გამოქვეყნებული აქვს 121 სამეცნიერო ნაშრომი, 4 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო. იგი 1 გამოგონების ავტორია .

პეტრე შოთაძე არჩეული იყო საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტად , გაზეთ “ მედიცინის” და ჟურნალ “ საქართველოს სამედიცინო მოამბის” სარედაქციო საბჭოს წევრად. იყო ამერიკის პედიატრთა აკადემიის ნამდვილი წევრი, ევროპის იმპლანტოლოგთა აკადემიის საპატიო წევრი, ევროპის ინფექციონისტთა და იმუნოდეფიციტის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, რუსეთის პედიატრთა კავშირის წევრი, ქალაქ ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებული იყო აშშ, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებების მედლებითა და დიპლომებით . მისი თაოსნობით დაარსდა ამერიკა – საქართველოს მედიცინის აკადემია, რომლის თანაპრეზიდენტი და საქმიანობის სულისჩამდგმელი თვითონ იყო.

პ. შოთაძის ინიციატივით დაარსდა თბილისის სამედიცინო აკადემია, რომელსაც 1999 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” ეწოდა.