სტუდენტების საკონსულტაციო სამსახური

აკადემია გთავაზობთ სტუდენტთა საკონსულტაციო მომსახურებას აკადემიური, კარიერული და პირადი მიმართულებებით. საკონსულტაციო სამსახური გაგიწევთ დახმარებას შემდეგ საკითხებში: აკადემიური მოსწრება, უნარები და შესაძლებლობები, კარიერული დაგეგმვა, სამუშაოს მოძიება, რეზიუმეს შედგენა და წარმატებული ინტერვიუს ჩატარების მეთოდები, დიპლომისშემდგომი განათლება, საგრანტო პროგრამებისა და სტაჟირების მოძიება. ასევე მოგეხმარებათ დაძლიოთ სტრესული ფაქტორები, მიიღოთ რაციონალური და გააზრებული გადაწყვეტილებები, მიაღწიოთ წარმატებას და გაიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში. საკონსულტაციო სესიები არის ინდივიდუალური, კონფიდენციალური, უფასო სალაპარაკო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 15:00 – 17:00. შეხვედრის დრო წინასწარი შეთანხმებით. სესიის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 30 წუთი.კონსულტაციაზე ჩაწერა ხდება სტუდენტების კონსულტანტთან, ხატია ხატიაშვილი, ელ-ფოსტის საშუალებით: kh.khatiashvili@tma.edu.ge

 სტუდენტების საკონსულტაციო სერვისი