მიმდინარე პროექტები

თსა- სამეცნიერო-კვლევითი გრანტი

მიმდინარეობს განაცხადების მიღება სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს თსა-ს სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამეცნიერო საქმიანობით დაკავებულ ნებისმიერ პირს. ამასთან, სამეცნიერო ინტერესის გამოხატვა შეუძლიათ თსა-ს როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებს.

თსა-ს სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი მიესალმება კვლევებს როგორც მედიცინის ბაზისურ და კლინიკურ მიმართულებებში, ასევე ჯანმრთელობის შემსწავლელ სხვა დისციპლინებშიც.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დაფინანსება.

საპროექტო განაცხადების განხილვა მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში.

დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ბმულიან მოგვწერეთ: research@tma.edu.ge




მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების სახელმწიფო გრანტი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოში მეცნიერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით აცხადებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივის პროგრამის ფარგლებში.

კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებად მოიაზრება ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.

განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.

აკადემიური პერსონალის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, თსა-ს სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი, მზად არის თანაშრომლობისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული



ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტი

ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ჩართულობისა და კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი საგრანტო კონკურსი.

კონკურსის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოიაზრება სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე მეცნიერს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა ბოლო 7 წლის განმავლობაში.

განახადების მიღება წარმოებს 2017 წლის 7 მაისის ჩათვლით.

აკადემიური პერსონალის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, თსა-ს სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი, მზად არის თანაშრომლობისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული