დეკანის მიმართვა

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

ძვირფასო სტუდენტებო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
სამედიცინო განათლება გამოწვევაა, რომელიც სრულ ერთგულებას და თანაგრძნობის გამოვლენას მოითხოვს. თქვენთან ერთად სამედიცინო აკადემია იზიარებს განათლებისადმი თქვენს ერთგულებას და ის ქმნის თქვენთვის მკაფიოდ შემუშავებული პროგრამას, რაც დაგეხმარებათ საუკეთესო ექიმებად ჩამოყალიბებაში.
თბილისის სამედიცინო აკადემიას აქვს პატივი იყოს მშობლიური სახლი მრავალი წარმატებული კურსდამთავრებულისთვის, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ. ჩვენი აკადემიის გუნდი შედგება თავიანთ საქმეზე უზომოდ შეყვარებული კვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც სამედიცინო კადრების ახალი თაობის აღზრდას უძღვნიან თავს.
გასულ წლებში თბილისის სამედიცინო აკადემიაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა სწავლის პირობები, რაც გულისხმობს განახლებულ სასწავლო კორპუსს და მის აღჭურვილობას, განახლებულ კურიკულუმს და გაუმჯობესებულ წვდომას ელექტრონულ, მულტიმედიასა და ბეჭდურ მასალებთან. აკადემიაში ვიცით კლინიკური სწავლების მნიშვნელობა და ამიტომ სტუდენტებს ვაძლევთ ბაზისური კლინიკური ჩვევების მიღების შესაძლებლობას, რაც ეფუძნება განათლების საბაზისო დონეს, ხოლო მოგვიანებით კი მათი განმტკიცებისა და განვითარებისათვის – საუნივერსიტეტო კლინიკაში და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან აფილირებულ კლინიკებში მუშაობის საშუალებას.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. სამედიცინო აკადემიის პარტნიორობა შვედეთთან, გერმანიასთან, ლიტვასთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან წარჩინებულ სტუდენტებს მომხიბლავ შესაძლებლობებს უხსნის, მიუხედავად მათი ეროვნების, რელიგიის, სქესისა და რასისა.
ჩემი, როგორც დეკანის, პასუხისმგებლობაა მოვიძიო განათლების და სწავლების ახალი გზები და ვთვლი, რომ მომავალში თითოეულ თქვენთაგანთან საინტერესო მუშაობა გველოდება.
ვიმედოვნებ, ჩვენ ერთად შევძლებთ მივაღწიოთ სამედიცინო პროფესიის ახალ სიმაღლეებს.
გისურვებთ წარმატებულ აკადემიურ წელიწადს.

ცისანა ლომაშვილი
ფაკულტეტის დეკანი