Erasmus+

Untitled Document

 

Erasmus+ მობილობის პროგრამები

საერთაშორისო მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, გამოცდილების გაზიარებისა და თვალთახედვის არეალის გაფართოებისათვის. თსა სტუდენტებს და პერსონალს სთავაზობს მობილობის პროგრამებს რიგ ევროპულ უნივერსიტეტებთან.
Erasmus+ მობილობის პროგრამები, თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებს, რომელიც ემსახურება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
2018-2020 წლების ფარგლებში, თსა-ს მობილობის მიზნით, დამყარებული აქვს პარტნიორობები შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან

  • Pavol Jozef Šafárik University (Slovakia)
    პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი  (სლოვაკეთი)
  • Erasmus University Rotterdam (Netherlands)
    როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
  • Radboud University (Netherlands)
    რადბაუდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
  • University of Granada (Spain)
    გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

Erasmus+ მობილობის პროექტი სთავაზობს თსა-ს სტუდენტებს და პერსონალის წევრებს სხვადასხვა ვადით მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით.
სტუდენტები
მობილობა სასწავლო მიზნით შესაძლებლობას აძლევს თსა-ს სტუდენტებს, ისწავლონ ერთი სემესტრი თსა-ს პარტნიორ უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
            მობილობა თსა-დან
მობილობის ვადები და აპლიკაციის პერიოდი ცვალებადია და განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. რეგისტრაცია და სტუდენტთა შერჩევა წარმოებს ღია წესით, შესაბამის ვადებში.  
შერჩევის კრიტერიუმები:
მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
კონკურსის გამოცხადების შემდეგ მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაბარებულნი იქნებიან ინგლისური ენის წერით გამოცდაზე, რის შემდეგადაც შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ზეპირი გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.
საბოლოო შერჩევის მერე შედგება კონსულტაციები შერჩეულ კანდიდატებთან, რომელიც მიიღებს მობილობის სრულ დაფინანსებას.
ძვირფასოსტუდენტებო! გთხოვთგაითვალისწინეთ, რომ Erasmus+ მობილობამეტადკონკურენტულიადარაოდენობრივადშეზღუდული, შესაბამისად, თსა-მიერმოხდებამხოლოდსაუკეთესოკანდიდატებისნომინირებაპარტნიორუნივერსიტეტში.         

               შემომავალი მობილობები
პარტნიორიუნივერსიტეტისსტუდენტებსშესაძლებლობააქვთ, ერთისემესტრისმანძილზეისწავლონთსა-ში, რისთვისაცუნდამიმართონErasmus+ ოფისს, პარტნიორუნივერსიტეტში. თსა-Erasmus+ოფისიმზადარისმობილობისმსურველთაკონსულტირებისადადახმარებისათვის.: erasmus@tma.edu.ge

პერსონალის მობილობა

               მობილობა თსა-დან
            თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, მოკლევადიანი მივლინებით (არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა) გაემგზავრონ პარტნიორ უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარებისა, ტრეინინგის ან კოლეგათა მუშაობის მეთოდიკის გაცნობის (job shadowing) მიზნით. მობილობაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი; და წარადგინონ მეილზე: Erasmus@tma.edu.ge. განაცხადს თან უნდა ერთოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV) და მოკლე სამუშაო გეგმა, არაუმეტეს ერთი გვერდისა, რომელშიც კანდიდატი მოკლედ აღწერს მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს და მობილობის მიზნებს. კანდიდატები პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებებიდან ნომინირებულნი იქნებიან პარტნიორ უნივერსიტეტში. დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისათვის, მიმართეთ თსა-ს Erasmus+ ოფისს: erasmus@tma.edu.ge
            შემომავალი მობილობა
            პარტნიორი უნივერსიტეტის პედაგოგიური ან/და ადმინისტრაციული პერსონალის წევრს შეუძლია მოკლევადიანი ვიზიტით ეწვიოს თსა-ს სწავლების ან ტრეინინგის ჩატარების მიზნით. თსა მიესალმება მსგავს მობილობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია, კვლევითი უნარ-ჩვევები და კვლევის წარმოების მეთოდოლოგია. მობილობის მსურველებმა უნდა მიმართონ Erasmus+ ოფისს პარტნიორ უნივერსიტეტში. თსა-ს ოფისი მზად არის მობილობის მსურველთა კონსულტაციისა და დახმარებისათვის. დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: erasmus@tma.edu.ge