კურსდამთავრებულთა ასოციაციის შესახებ

კურსდამთავრებულთა ასოციაცია შეიქმნა 2018 წელს თსა-ს კურსდამთავრებულთა ინიციატივით.  

ასოციაცია ხელს უწყობს თსა-ს და მისი კურსდამთავრებულების ინტერესებს, კეთილდღეობასა და საგანმანათლებლო მიზნებს, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამკვიდრებას და შენარჩუნებას და მათ უწყვეტ ჩართულობას თსა-ს საქმიანობაში. 

კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზნებია: 


1.    ასოციაციის წევრებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;

2.    თსა-ს კურსდამთავრებულთა და თსა-ს სტუდენტთა საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება;

3.    თსა-ს დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა განვითარების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;

4.    კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა;

5.    თსა-ს საქმიანობის მხარდაჭერა;

6.    სტუდენტებთან და სტუდენტურ გაერთიანებებთან ურთიერთობა;

7.    კურსდამთავრებულთა საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.

კურსდამთავრებულთა ასოციაციის დებულება