კვლევითი გრანტები

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო -კვლევითი დეპარტემენტის სამეცნიერო გრანტები

 პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო  კვლევითი დეპარტემენტი საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი სამეცნიერო საქმიანობის  ხელშეწყობის და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს.
საგრანტო შესაძლებლობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, რაც დადებითად აისახება როგორც აკადემიის, ასევე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაზე.   

მიზნები და ამოცანები:

  • სამეცნიერო კვლევითი ბაზის შექმნა და გაფართოება;
  • სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა აკადემიური პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით;
  • სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია;
  • ახალგაზრდა ნიჭიერ მეცნიერთა გამოვლენა და მხარდაჭერა;

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდება  სამეცნიერო-კვლევით დეპარტამენტში  შემოსული  კვლევითი პროექტების ეფექტურობისა და სამეცნიერო ღირებულების   შეფასება და  საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე ახალი კვლევების ხელშეწყობა/განვითარება.
საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსდება კვლევები მედიცინის როგორც ბაზისურ და კლინიკურ დისციპლინებში, ასევე ჯანმრთელობის შემსწავლელ მეცნიერებებში.

სამეცნიერო გრანტების კონკურსის პრიორიტეტებია:

სამეცნიერო კვლევითი ბაზის შექმნა და გაფართოება;

სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური პერსონალის მაქსიმალური ჩართულობით;

სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა;

ახალგაზრდა მკვლევარების ინტეგრირება საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა

სააპლიკაციო ფორმა

სტუდენტის ინტერესის ფორმა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წინადადებების განხილვა წარმოებს უწყვეტ რეჟიმში.
განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტონულ მისამართზე: research@tma.edu.ge; ან მოგვაწოდოთ ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე:
ქეთევან წამებულის გამზ. 51/2,
თბილისი, 0144
ტელეფონი : (+995 32) 2912484