Date:
2018-06-14

თსა-მ 6 წლით მოიპოვა ავტორიზაცია


ყურადღება.... ყურადღება
✔ ახალი გვერდი თსა-ს ისტორიაში
✔ თსა-მ პირველმა გაიარა ავტორიზაციის პროცესი წარმატებით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები!

x 2018-06-14

თსა-მ 6 წლით მოიპოვა ავტორიზაცია



ახალი გვერდი თსა-ს ისტორიაში!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მოხარულია განაცხადოს, რომ თსა-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა სასწავლო- კვლევითი აქტივობების განხორციელების უფლება 2018 წლიდან 2024 წლამდე. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ავტორიზაციის პროცესში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტებიც, რომელთაც დადებითად შეაფასეს თსა-ში მიმდინარე პროცესები. თსა ულოცავს ამ წარმატებას აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პედაგოგიურ პერსონალს და ადმინისტრაციას და მადლობას უხდის ავტორიზაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს გაწეული შრომისა და ენთუზიაზმისათვის.
Date:
2018-06-08

გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე


✔ ხუთშაბათს 14 ივნისს ?
✔ რატომ უნდა ჩავაბაროთ სისხლი?
✔ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

x 2018-06-08

გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად, საშუალოდ, 60 000 დონაციაა საჭირო, თუმცა დონორთა რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. მოსახლეობის 80%-ს კი სისხლი არასდროს ჩაუბარებია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, 14 ივნისს 10:00-დან 16:00-მდე თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდება პროექტი: " გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე", რომლის ფარგლებშიც მსურველები მიიღებენ მონაწილეობას სისხლის უანგარო დონაციაში. 15:00-დან 16:00-მდე ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას სისხლის დონაციასთან დაკავშირებით.
• საჯარო ლექცია გაიმართება 408-ე აუდიტორიაში.
• სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება 205-ე აუდიტორიაში.
პროექტის კოორდინატორი: გიორგი კიკვაძე- თბილისის სამედიცინო აკადემია (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) პროექტის ორგანიზატორები: მარი ჩავლეშვილი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) მარიამ ცხვედიანი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ( საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) ნინო აქუბარდია- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი).
Date:
2018-04-19

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა თსა-ში

პროფესორი პიტერ ლიდიარდი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან, ლონდონი. ლექციის სათაური: "რატომ უნდა ისწავლონ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა იმუნოლოგია?"
x 2018-04-19

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა თსა-ში


2018 წლის 12-20 აპრილს თსა-ს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (Westminster University, Great Britain) თვალსაჩინო და წარმატებული პროფესორები: ბატონი პიტერ ლიდიარდი (Peter Lydyard) და ქალბატონი ნინა ფორაქიშვილი. ვიზიტის ფარგლებში, 12-13 აპრილს თსა-ს აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ტრენინგი შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გარშემო, რომელსაც უძღვებოდა პროფ. ნინა ფორაქიშვილი. 19-20 აპრილს კი, პროფ. ლიდიარდმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გარშემო და ჩაატარა პრაქტიკული ტრენინგი. ამასთან, სამუშაო დღის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული სწავლების აქტუალური მეთოდოლოგია ინტერაქციულ რეჟიმში. შეხვედრის დასასრულს, დამსწრე აკადემიური პერსონალის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 20 აპრილს პროფ. ლიდიარდმა უმასპინძლა თსა-ს სტუდენტებს ლექციით: „რატომ სჭირდებათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს იმუნოლოგიის სწავლა?“, სადაც ყურადღება დაეთმო თანამედროვე იმუნოლოგიის მიღწევებს, როლსა და გამოწვევებს საერთაშორისო სამედიცინო პრაკტიკაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი არ წარმოადგენს ვესტმინსტერის პროფესორებისათვის პირველ სტუმრობას თსა-ში. მისასალმებელია, რომ თსა-სა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პარტნიორობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DECERPH Tempus-ის პროექტის შემდეგაც გრძელდება და ძლიერდება. აკადემია მადლობას უხდის პროფესორებს: პიტერ ლიდიარდს და ნინა ფორაქიშვილს სტუმრობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება.

1 ივნ

დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით.

თსა-ს კარიერული მხარდაჭერის სამსახური გთავაზობთ დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას დასაქმების სააგენტო HR-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 1 ივნისს, 14:00 საათზე 408 აუდიტორიაში. დაგეგმე შენი კარიერა!
8 მაი

2017 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

თსა-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერული მხარდაჭერის სამსახური გთავაზობთ უფასო მოსამზადებელ კურსს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებში. აღნიშნულის პარაელურად, შესაძლებლობა გექნებათ დასაქმდეთ კომპანია Imedi L-ში ექიმის ასისტენტის და ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციებზე. რეგისტრაციისთვის მიმართეთ m.beradze@tma.edu.ge
12 მარ

საერთაშორისო კვირეული

13- 16 მარტს თბილისი სამედიცინო აკადემიაში ტარდება საერთაშორისო კვირეული

ყველა განცხადება

პარტნიორები

აფილირებული კლინიკები