„მისია, მიზნები და ამოცანები“

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და თსა დებულების საფუძველზე.
თსა ანხორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას: ”სამკურნალო საქმე” და “ინგლისურენოვანი მედიცინა”. პროგრამები ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს.

თსა-ს მისია: “თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში.”

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიიცნო აკადემიის ხედვა 2024
თსა მიზნად ისახავს შეუქმნას სტუდენტებს, მკვლევარებს და აკადემიის პერსონალს მიმზიდველი გარემო სწავლის, კვლევისა და მუშაობისათვის.
სამედიცინო სფეროს მუდმივი ცვალებადობისა და თანამედროვე გამოწვევების პასუხად, თსა მიისწრაფვის, კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური წინსწრაფვის ხელშეწყობით დაიმკვიდროს ადგილი როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე,
აკადემია აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ისწრაფვის რათა ზედმიწევნით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და გაამართლოს მოლოდინი.

 სტრატეგიული განვითარების გეგმა 2018-2024 წწ.