მიზნები და ამოცანები

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და თსა დებულების საფუძველზე.
თსა ანხორციელებს სამ საგანმანათლებლო პროგრამას: ”სამკურნალო საქმე”, “სტომატოლოგია” და “ინგლისურენოვანი მედიცინა”. პროგრამა ერთსაფეხურიანია და შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს.
თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიაა მედიცინის დარგში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პირების მომზადება. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის დონის გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების უზრუნველყოფის გზით.
აკადემიის ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობის და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.

 

აკადემიის ძირითადი ამოცანებია:
–  უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა;
–  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა; სტუდენტთა და პროფესორთა მობილობის ხელშეწყობა;
–  სამეცნიერო კვლევების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფა; საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება;
–  სტრატეგიულ პარტნიორებთან, აფილირებულ კლინიკურ და სამეცნიერო პროფილის დაწესებულებებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
–  თსა-ის სტრუქტურის ოპტიმიზაცია;
–  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
–  მართვისა და კონკურსების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
–  განათლების ხარისხის მართვის სისტემის შექმნა და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 

  • 1993 წლიდან დღემდე თსა დაამთავრა 1600-ზე მეტმა მედიკოსმა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კლინიკებში და ფარმაცევტულ ფირმებში.
  • 50-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
  • 2004 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემია სამედიცინო განათლების საერთაშორისო დირექტორიის (IMED-FAIMER) წევრია.
  • 2010 წლიდან თსა-ში მიმდინარეობს ექიმი-სპეციალისტების მზადება რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აკრედიტებული პროგრამებით შემდეგ სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია, დერმატოვენეროლოგია, სამედიცინო რადიოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია.
  • თსა-ში ფუნქციონირებს კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების სტუდენტური ცენტრი. სისტემატურად ტარდება სტუდენტთა, რეზიდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები.
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ ორგანიზებულ იქნა 3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: 1. სამედიცინო რეაბილიტაცია და რაიტთერაპია; 2. ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომი და მოტორული, ქცევითი, სოციალური დარღვევები (დიაგნოსტიკა, პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია). 3. უსაფრთხო და ბალანსირებული კვების საფუძვლები.
  • თსა-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები ანკარის (თურქეთი) ჰაჯეტეპეს, აკიბადემის (თურქეთი), მადრიდის (ესპანეთი) ღია,  ლუნდის (შვედეთი), კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტებთან და ოლდენბურგის კლინიკასთან (გერმანია).