ყველა სიახლე

Date:
2018-12-27

კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

2018 წლის 27 ნოემბერს თსა-ში ჩატარდა კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრების შეხვედრა.
x 2018-12-27

კურსდამთავრებულებთან შეხვედრა

2018 წლის 27 ნოემბერს თსა-ში ჩატარდა კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრების შეხვედრა. ისინი გაეცნენ აკედმიის სიახლეებს, განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ასევე შეხვდნენ მათთვის ძვირფას ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და მეგობრებს. თსა-ში ყოველი წლის 27 ნოემბერი რექტორის მიერ გამოცხადდა კურსდამთავრებულთა დღედ.
Date:
2018-10-15

თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო სტუდენტთა კონფერენცია

Untitled Document ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო;
განაცხადის შემოტანის პერიოდი ღიაა! 
x 2018-10-15

თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო სტუდენტთა კონფერენცია

Untitled Document ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო;
განაცხადის შემოტანის პერიოდი ღიაა! 
თბილისის სამედიცინო აკადემიის საერთაშორისო სტუდენტთა კონფერენცია არის ღონისძიება, რომელიც თავს უყრის მრავალეროვან სტუდენტებს ცოდნის, უნარების გაცვლისა და გაზიარების მიზნით.
ამბიციურ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს ეს კონფერენცია აძლევს საშუალებას წარმოადგინონ თავიანთი კვლევები სხვადასხვაგვარი პოსტერის, განცხადებისა და ზეპირი სახით. 
ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ უამრავი სახის „ვორქშოფში“ და შეურთდეთ ლექციებს, რომლებსაც გაუძღვებიან სხვადასხვა მეცნიერები და ექიმები. 
ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ინოვაციის ინსპირირება, დავაფუძნოთ აკადემიური ხარისხი სამედიცინო განათლებაში და შუამავლის როლი შევასრულოთ მრავალეროვან სამედიცინო სტუდენტებს შორის. 
დაგაინტერესეთ? 
შემოგვიერთდით და გახდით არაჩვეულებრივი კონფერენციის ნაწილი, რომელიც ჩატარდება 21 და 22 დეკემბერს თემაზე "კლინიკური აზროვნების გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით"
მეტის გასაგებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ:
http://conference.tma.edu.ge
Date:
2018-10-01

კონკურსის შედეგები

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები (2018 წლის 1 ოქტომბრის)
x 2018-10-01

კონკურსის შედეგები

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგები (2018 წლის 1 ოქტომბრის)
კონკურსის წესით არჩეული აკადემიური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავება განხორციელდეს საბაზისო ბიოსამედიცინო მიმართულებაში:

  • თამარ გაიხარაშვილი - ასოცირებული პროფესორი (ფიზიოლოგიის დეპარტამენტი - ფიზიოლოგია)
  • ეკატერინე კლდიაშვილი - პროფესორი (ბიოქიმია/გენეტიკის დეპარტამენტი - მოლეკულური ბიოქიმია და გენეტიკა)

  • კლინიკური მიმართულება:
  • გიორგი გვახარია - ასოცირებული პროფესორი (ქირურგიის დეპარტამენტი - ქირურგია)
  • ანზორ მელია - პროფესორი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი- შინაგანი სნეულებანი)
  • ამირან ქორიძე - ასოცირებული პროფესორი (მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი - მეანობა- გინეკოლოგია)
  • მარინე ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი - ლაბორატორიული მედიცინა)
  • მარინე კანაშვილი - ასოცირებული პროფესორი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი - ინფექციური სნეულებები)
  • მანანა ბოკუჩავა - პროფესორი (ფსიქიატრიის დეპარტამენტი - ფსიქიატრია)

  • სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი
  • ირაკლი სასანია - ასოცირებული პროფესორი (სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი - საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი)
Date:
2018-09-24

პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი

2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.
x 2018-09-24

პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი

2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.
მომავალ მედიკოსებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ და მათ წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს აკადემიის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ აკადემიის მისიასა და სტრატეგიას, შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეხვედრის დასასრულს, დაჯილდოვდა და საჩუქარი გადაეცა ყველაზე მაღალი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელს, ნინო ბეუქლიშვილს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში პირველკურსელებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და რესურსების შესახებ.
თსა კიდევ ერთხელ ულოცავს პირველკურსელებს სტუდენტობას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
Date:
2018-09-14

სამუშაო შეხვედრა თსა-ში

გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კურიკულუმის კომიტეტის და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა
x 2018-09-14

სამუშაო შეხვედრა თსა-ში

2018 წლის 10-12 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა 3 დღიანი სამუშაო შეხვედრები კურიკულუმის კომიტეტის და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორები, ქალბატონი ანკე ვან ტრიგტი და ბატონი რემკო ბეზემა.

შეხვედრების ძირითადი თემები იყო:

·         საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრაცია;

·         სწავლის შედეგების გაწერა;

·         კურიკულუმის რუკის შექმნა.

Date:
2018-08-31

პირველკურსელების რეგისტრაცია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თსა-ში და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელიწადს!
x 2018-08-31

პირველკურსელების რეგისტრაცია

- გულითადად გილოცავთ მომავალი კარიერისკენ გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს!
- თსა სიხარულით გიღებთ კარს და იმედი გვაქვს, ჩვენთან გატარებული სტუდენტობის წლები ძალიან მრავალფეროვანი და სასიამოვნო იქნება!
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თსა-ში და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელიწადს!
- რეგისტრაციის დეტალებს გაეცანით შემდეგ ბმულზე:

რეგისტრაციის დეტალები
Date:
2018-08-15

ბრაუნის ჯანდაცვის სკოლის დელეგაციის ვიზიტი თსა-ში

თსა-ს ბრაუნის ჯანდაცვის სკოლის დელეგაცია ეწვია და საფუძველი ჩაეყარა მომავალ პარტნიორობას
x 2018-08-15

ბრაუნის ჯანდაცვის სკოლის დელეგაციის ვიზიტი თსა-ში

თსა მუშაობას არც ზაფხულში წყვეტს და ზრუნავს საერთაშორისო პარტნიორობების განმტკიცებისათვის. მომავალი თანამშრომლობების დასახვის მიზნით, 14-15 აგვისტოს თსა-ს სტუმრობდა დელეგაცია იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბრაუნის ჯანდაცვის სკოლიდან (Braun School of Public Health and Community Medicine of Hebrew University of Jerusalem) და საფუძველი ჩაეყარა მომავალ პარტნიორობას.
Date:
2018-08-14

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
x 2018-08-14

კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე

Untitled Document
  • ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

ანატომია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ციტოლოგია, ემბრიოლოგია, ზოგადი და კერძო ჰისტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ბიოქიმიის დეპარტამენტი

მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა - პროფესორი (2 ადგილი)
ბიოქიმია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი  (1 ადგილი)

  • ფიზიოლოგიის დეპარტამენტი

ფიზიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • პათოლოგიის დეპარტამენტი

პათოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ფარმაკოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

შინაგანი სნეულებებიპროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი  (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი  (1 ადგილი)
ლაბორატორიული მედიცინა - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)
ინფექციური სნეულებები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ნევროლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
სასამართლო მედიცინა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
საოჯახო მედიცინა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი  (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი -(1 ადგილი)

  • ფსიქიატრიის დეპარტამენტი

ფსიქიატრია -  პროფესორი (1 ადგილი)

  • მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი

მეანობა-გინეკოლოგია - პროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        • პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
        • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
        • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
        • დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
        • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
        • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        •  პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
        •  სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
        •  ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

      ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ  დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

        • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
        • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
        • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
        • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
        • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
        •  ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);
        • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
        •  ინგლისური ენის   პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
        •  ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 17 სექტემბრიდან 20 სექტემბრის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბერს.

Date:
2018-07-04

კურსდამთავრებულები 2018

მიმდინარე წლის 3 ივლისს, "Garden Hall"-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია.
x 2018-07-04

კურსდამთავრებულები 2018

მიმდინარე წლის 3 ივლისს, "Garden Hall"-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია. აღსანიშნავია, რომ წელს კურსდამთავრებულთა შორის, პირველად იყვნენ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა "მედიცინა"-ს წარმომადგენლები. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პროფესორები. თანატოლებს სიტყვით მიმართეს სამივე საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა. კურსდამთავრებულთა რჩეულ პროფესორებს გადაეცათ ჯილდო. ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ, კურსდამთავრებულებს უსურვა წარმატება და საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები. ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
Date:
2018-06-22

სიგელი სისხლის უანგარო დონორობისთვის

სისხლის ეროვნულმა ბანკმა თბილისის სამედიცინო აკადემიას გადასცა სიგელი სისხლის უანგარო დონორობისთვის.
x 2018-06-22

სიგელი სისხლის უანგარო დონორობისთვის

სისხლის ეროვნული ბანკი თსა-ს ხშირი სტუმარია. მათ ტრადიცია არ დაარღვიეს და წელსაც გვესტუმრნენ აკადემიაში "გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში, რომელშიც სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა მიიღეს მონაწილებოა. თსა-ს ამისთვის გადმოეცა სიგელი რისთვისაც მადლობას ვუხდით სისხლის ეროვნულ ბანკს. თსა და სისხლის ეროვნული ბანკი სამომავლოდ უფრო მეტ პროექტს გეგმავს, რომლებსაც აუცილებლად დავაანონსებთ.
Date:
2018-06-14

თსა-მ 6 წლით მოიპოვა ავტორიზაცია

ყურადღება.... ყურადღება
✔ ახალი გვერდი თსა-ს ისტორიაში
✔ თსა-მ პირველმა გაიარა ავტორიზაციის პროცესი წარმატებით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები!

x 2018-06-14

თსა-მ 6 წლით მოიპოვა ავტორიზაცია

ახალი გვერდი თსა-ს ისტორიაში!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მოხარულია განაცხადოს, რომ თსა-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა სასწავლო- კვლევითი აქტივობების განხორციელების უფლება 2018 წლიდან 2024 წლამდე. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ავტორიზაციის პროცესში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტებიც, რომელთაც დადებითად შეაფასეს თსა-ში მიმდინარე პროცესები. თსა ულოცავს ამ წარმატებას აკადემიის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პედაგოგიურ პერსონალს და ადმინისტრაციას და მადლობას უხდის ავტორიზაციის პროცესში ჩართულ ყველა პირს გაწეული შრომისა და ენთუზიაზმისათვის.
Date:
2018-06-08

გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე

✔ ხუთშაბათს 14 ივნისს ?
✔ რატომ უნდა ჩავაბაროთ სისხლი?
✔ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

x 2018-06-08

გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად, საშუალოდ, 60 000 დონაციაა საჭირო, თუმცა დონორთა რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. მოსახლეობის 80%-ს კი სისხლი არასდროს ჩაუბარებია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, 14 ივნისს 10:00-დან 16:00-მდე თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდება პროექტი: " გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე", რომლის ფარგლებშიც მსურველები მიიღებენ მონაწილეობას სისხლის უანგარო დონაციაში. 15:00-დან 16:00-მდე ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას სისხლის დონაციასთან დაკავშირებით.
• საჯარო ლექცია გაიმართება 408-ე აუდიტორიაში.
• სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება 205-ე აუდიტორიაში.
პროექტის კოორდინატორი: გიორგი კიკვაძე- თბილისის სამედიცინო აკადემია (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) პროექტის ორგანიზატორები: მარი ჩავლეშვილი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) მარიამ ცხვედიანი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ( საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) ნინო აქუბარდია- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი).
Date:
2018-04-19

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა თსა-ში

პროფესორი პიტერ ლიდიარდი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან, ლონდონი. ლექციის სათაური: "რატომ უნდა ისწავლონ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა იმუნოლოგია?"
x 2018-04-19

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა თსა-ში

2018 წლის 12-20 აპრილს თსა-ს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (Westminster University, Great Britain) თვალსაჩინო და წარმატებული პროფესორები: ბატონი პიტერ ლიდიარდი (Peter Lydyard) და ქალბატონი ნინა ფორაქიშვილი. ვიზიტის ფარგლებში, 12-13 აპრილს თსა-ს აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ტრენინგი შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გარშემო, რომელსაც უძღვებოდა პროფ. ნინა ფორაქიშვილი. 19-20 აპრილს კი, პროფ. ლიდიარდმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გარშემო და ჩაატარა პრაქტიკული ტრენინგი. ამასთან, სამუშაო დღის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული სწავლების აქტუალური მეთოდოლოგია ინტერაქციულ რეჟიმში. შეხვედრის დასასრულს, დამსწრე აკადემიური პერსონალის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 20 აპრილს პროფ. ლიდიარდმა უმასპინძლა თსა-ს სტუდენტებს ლექციით: „რატომ სჭირდებათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს იმუნოლოგიის სწავლა?“, სადაც ყურადღება დაეთმო თანამედროვე იმუნოლოგიის მიღწევებს, როლსა და გამოწვევებს საერთაშორისო სამედიცინო პრაკტიკაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი არ წარმოადგენს ვესტმინსტერის პროფესორებისათვის პირველ სტუმრობას თსა-ში. მისასალმებელია, რომ თსა-სა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პარტნიორობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DECERPH Tempus-ის პროექტის შემდეგაც გრძელდება და ძლიერდება. აკადემია მადლობას უხდის პროფესორებს: პიტერ ლიდიარდს და ნინა ფორაქიშვილს სტუმრობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება.

Date:
2018-04-14

სტაჟირება თბილისის წამყვან კლინიკებში

თბილისის სამედიცინო აკადემიი-ს კარიერული მხარდაჭერის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური II-VI კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების გრძელვადიან პროგრამას თბილისის სხვადასხვა კლინიკებში
x 2018-04-14

სტაჟირება თბილისის წამყვან კლინიკებში

თბილისის სამედიცინო აკადემიი-ს კარიერული მხარდაჭერის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური II-VI კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების გრძელვადიან პროგრამას თბილისის სხვადასხვა კლინიკებში:

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტალი
  • ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (ღუდუშაურის კლინიკა)
  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (რკინიგზა)
  • წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო (მიხაელოვი)

სტაჟირების გავლა შესაძლებელი იქნება შემდეგ განყოფილებებში:

  • მიმღები (ER)
  • ქირურგია
  • რეანიმაცია
  • რადიოლოგია

მსურველები დაგვიკავშირდით:
careersupport@tma.edu.ge ალექსანდრე მუკათარიძე
593 17 11 77 - გიორგი კიკვაძე

Date:
2018-04-12

"რას ნიშნავს იყო ქირურგი"

თბილისის სამედიცინო აკადემიამ 2018 წლის 12 აპრილს უმასპინძლა სტუმარს იტალიიდან, პროფესორ ალფონსო რეკორდარეს,პროფესორმა ჩაატარა ლექცია სტუდენტებისთვის
x 2018-04-12

"რას ნიშნავს იყო ქირურგი"

  პროფესორმა ალფონსო რეკორდარემ ჩაატარა ლექცია სტუდენტებისთვის
„რას ნიშნავს იყო ქირურგი“   ალფონსო რეკორდარე არის ზოგადი ქირურგი,
რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროშია მჟამად ის მუშაობს
დელ ანჯელოს საავადმყოფოში, ვენეცია, იტალია.

Date:
2018-02-08

კონკურსი აკადემიურ თანამდებობზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
x 2018-02-08

კონკურსი აკადემიურ თანამდებობზე

  • მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი

მიკრობიოლოგია - პროფესორი (1 ადგილი) , ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
იმუნოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი)

  • ბიოქიმია/გენეტიკის დეპარტამენტი

გენეტიკა - ასისტენტი (1 ადგილი)

  • ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

ჰისტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი), ასისტენტი (1 ადგილი)

  • პათოლოგიის დეპარტამენტი

პათოლოგია -ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

  • ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი

ქცევის ფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) , ასისტენტი (1 ადგილი)
კლინიკური კვლევა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ქირურგიის დეპარტამენტი

უროლოგია- პროფესორი (1 ადგილი)
ზოგადი ქირურგია - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

  • შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

რადიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი სასურველია იყოს „აკადემიის“ მიერ დამტკიცებულ ფორმატში;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

      ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9 მარტიდან 14 მარტის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 22 მარტს.

Date:
2018-01-29

TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას

TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის: პროგრამა ითვალისწინებს ერთ თვიან პრაქტიკულ სწავლებას ევროპისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში.
x 2018-01-29

TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას

TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის:
პროგრამა ითვალისწინებს ერთ თვიან პრაქტიკულ სწავლებას ევროპისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში.

კურაციების გავლა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: ალერგოლოგია-იმუნოლოგია, დერმატოლოგია, ანესთეზია, გადაუდებელი მედიცინა, ამბულატორიული პრაქტიკა, გერიატრია, ონკოლოგია, გინეკოლოგია-მეანობა, კარგიოლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, რადიოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ორთოპედია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ქირურუგია და სხვა.

სასწავლო პრაქტიკული კურსები ტარდება შემდეგ ქვეყნებში: უნგრეთი, იტალია, თურქეთი, უკრაინა, ტუნისი, გერმანია.

სწავლების ენა- ინგლისური. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ოფისის მენეჯერთან, 10 თებერვლამდე.
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება თებერვალში.

Date:
2018-01-22

სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2018 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისთვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში.
x 2018-01-22

სტუდენტების საყურადღებოდ!

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას 2018 წლის ერთ თვიანი საზაფხულო პრაქტიკისთვის კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში. თქვენ გიმასპინძლებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საერთო საცხოვრებელი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს.
საუკეთესო კანდიდატები დაფინანსედებიან!
სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, მათი აკადემიური მოსწრების, ენის ცოდნისა, აქტიურობის და მოტივაციის მიხედვით.  
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 14
დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ ოფისის მენეჯერთან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: international@tma.edu.ge ან მიმართეთ ოფისის მენეჯერს მე-3 სართულზე.
გისურვებთ წარმატებებს!

Date:
2018-01-15

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე

შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამებზე:

1. რადიოლოგია (კვოტა 11 მაძიებელი)

2. ენდოკრინოლოგია (3 მაძიებელი)

3. მეანობა-გინეკოლოგია (3 მაძიებელი).

x 2018-01-15

პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება - 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

რეზიდენტურაში სწავლის ღირებულება - 130 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

წარმოსადგენი საბუთების სია:

  1. CV/რეზიუმე საკონტაქტო მონაცემების, ტელეფონის ნომრის და ელ. ფოსტის მითითებით
  2. უმაღლესი სამედიცინო სკოლის დასრულების დიპლომის და დიპლომის  დანართის ასლები
  3. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - გამსვლელი ქულა არანაკლებ 151-ისა.
  4. პირადობის მოწმობის ასლი
  5. ორი ფოტოსურათი (3x4).

რეზიდენტურაში ჩარიცხვა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქეთევან წამებულის გამზ., 51/2 (მეტრო 300 არაგველის პირდაპირ), პეტრე შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია, III  სართული, ოთახი 304 (ტელეფონი 2 91 24 84,

599 29 83 48). საბუთების მიღების საათები - 10.00 – 18.00 (შესვენება - 13.00-14.00)

Date:
2017-12-29

კონკურსის შედეგების

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგების (2017 წლის 29 დეკემბერის) საფუძველზე
x 2017-12-29

კონკურსის შედეგების

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ აკადემიური
პერსონალის სამსახურში მიღების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგების (2017
წლის 29 დეკემბერის) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. კონკურსის წესით არჩეული აკადემიური პერსონალის მიერ აკადემიური
თანამდებობების დაკავება განხორციელდეს საბაზისო ბიოსამედიცინო
მიმართულებაში:
1. ნინო მუსერიძე - ასოცირებული პროფესორი (პათოლოგის დეპარტამენტი)
2. ია ხახუტაიშვილი - ასოცირებული პროფესორი
(ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი)
3. მარიამ თევზაძე - ასოცირებული პროფესორი (მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის
დეპარტამენტი - იმუნოლოგია)
4. ნათელა გოგიტიძე - ასოცირებული პროფესორი (ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი)
5. ირინე ბილანიშვილი - ასოცირებული პროფესორი (ფიზიოლოგიის
დეპარტამენტი)
კლინიკური მიმართულება:
6. ირაკლი ჭელიშვილი - პროფესორი (ქირურგიის დეპარტამენტი -ნეიროქირურგია)
7. ლუხუმ ჭანტურია - ასოცირებული პროფესორი (ქირურგიის დეპარტამენტი -
ტრავმატოლოგია)
8. ნატალია ასათიანი - ასოცირებული პროფესორი (შინაგანი მედიცინის
დეპარტამენტი - ენდოკრინოლოგია)
9. ანა რეხვიაშვილი - ასოცირებული პროფესორი (შინაგანი მედიცინის
დეპარტამენტი- შინაგანი სნეულებანი)
2. აკადემიური პერსონალის პროფესორის და ასოცირებული პროფესორის
თანამდებობაზე არჩევა განხორციელდეს საბაზისო ბიოსამედიცინო და კლინიკურ
მიმართულებებში 6 წლის ვადით.

2017-12-20

"ელექტრონული ბაზების მოხმარება და მათი გამოყენება სწავლების პროცესში"

2017 წლის 20 დეკემბერს თსა-სა ბიბლიოთეკის ორგანიზებით და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ელექტრონული ბაზების მოხმარება და მათი გამოყენება სწავლების პროცესში".
x 2017-12-20

ტრენინგი ჩაატარა ეროვნული სამეცნიერო ბიბლითეკის კონსორციუმების ელექტრონული ბაზების კოორდინატორმა მარიკა ჟორჟოლიანმა. 
შეხვედრას ესწრებოდა თსა-ს როგორც აკადემიური, ასევე მოწველი პერსონალი.

Date:
2017-12-03

საქველმოქმედო აქცია

2017 წლის 3 დეკემბერს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვისა და სოციალური აქტივობის კომიტეტის ინიციატივით „გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სალხში“ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია
x 2017-12-03

საქველმოქმედო აქცია

2017 წლის 3 დეკემბერს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვისა და სოციალური აქტივობის კომიტეტის ინიციატივით „გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სალხში“ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსა-ს  სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა.
აქციის ფარგლებში სტუდენტებმა სახლის ბინადრებს მოუწყეს გასართობი საღამო და გადასცეს მათ საჩუქრები.
სტუდენტების ორგანიზებით საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

Date:
2017-12-02

შიდსის უფასო სქრინინგის აქცია.

2017 წლის 1 დეკემბერს, თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვის და სოციალური აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით აკადემიაში ჩატარდა შიდსის უფასო სქრინინგის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მა როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტმა.
x 2017-12-02

შიდსი (HIV/AIDS) – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. მიუხედავად მეცნიერების  მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს.  თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების  კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა  და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება.  მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად,  ძალიან მნიშვნელოვანია შიდსის დროული გამოვლენა.
თსა მოხარულია, რომ სტუდენტები აცნობიერებნ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შიდსის გამოვლენის და პრევენციის ღონისძიებები და არიან ჩართულნი მსგავს სხვადასხვა აქტივობებში.

Date:
2017-11-29

ინგლისური ენის შემსწავლელ 6 თვიან უფასო კურსი

თსა-ს კარიერული მხარდაჭერის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მერიის ააიპ ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით
x 2017-11-29

ინგლისური ენის შემსწავლელ 6 თვიან უფასო კურსი

ძვირფასო სტუდენტებო! თსა-ს კარიერული მხარდაჭერის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მერიის ააიპ ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, გიწვევთ ინგლისური ენის შემსწავლელ 6 თვიან უფასო კურსზე. მსურველებმა რეგისტრაციისთვის მიმართეთ ოფისის მენეჯერს 2017 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია! მონაწილეთა გადანაწილება ჯგუფებში მოხდება დონეების მიხედვით:
  • Elementary;
  • Pre-intermediate;
  • Intermediate;
  • Upper intermediate;
  • Advanced
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული მხარდაჭერის სამსახურს: 579699999
Date:
2017-11-29

ექსკურსია უფლისციხეში

2017 წლის 26 ნოემბერს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და კარიერული მხარდაჭერის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ექსკურსია უფლისციხეში,
x 2017-11-29

ექსკურსია უფლისციხეში

2017 წლის 26 ნოემბერს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და კარიერული მხარდაჭერის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ექსკურსია უფლისციხეში,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო 180-მა უცხოელმა სტუდენტმა.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ კლდეში ნაკვეთი   ქალაქი და გაეცნოთ მისი ისტორია. აღნიშნული ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა პირველი კურსის სტუდენტების ადაპტაცია ახალ გარემოში.
თსა მადლობას უხდის ექსკურსიის ორგანიზატორებს. უცხოელ სტუდენტთა საადაპტაციო ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.

Date:
2017-11-24

პროექტის წერის ტრენინგი

2017 წლის 23 ნოემბერს თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ განათლების კომიტეტის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პროექტის წერის ტრენინგი.
x 2017-11-24

პროექტის წერის ტრენინგი

2017 წლის 23 ნოემბერს თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ განათლების კომიტეტის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პროექტის წერის ტრენინგი.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა ტრენერი ანი სარიშვილი. მან განიხილა პროექტის შექმნის ტექნიკა.
აღნიშნული ტრენინგის შედეგად მონაწილე სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარები, რაც დაეხმარება მათ შექმნან წარმატებული პროექტები. შეხვედრა იყო როგორც საინტერესო და ინფორმატიული, ასევე სახალისო.
მონაწილეებს ტრენინგის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები.
თსა მოხარულია მონაწილეთა ენთუზიაზმით და მოუწოდებს ყველა სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მსგვას ღონისძიებებში.

Date:
2017-11-20

"სტუდენტური აკადემია"

2017 წლის ნოემბერში თვითმმართველობის წევრების ინიციატივით და რექტორის ბრძანებით #198 03.11.2017 გაუქმდა თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა.  თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ შეიქმნა ახალი კავშირი - "სტუდენტური აკადემია", რომლის ფუნქციონირებაც ეყრდნობა კლუბური სისტემის პრინციპს. 
x 2017-11-20

"სტუდენტური აკადემია"

ძვირფასო სტუდენტებო!
2017 წლის ნოემბერში თვითმმართველობის წევრების ინიციატივით და რექტორის ბრძანებით #198     03.11.2017 გაუქმდა თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა. 
თვითმმართველობის გაუქმების შემდეგ შეიქმნა ახალი კავშირი - "სტუდენტური აკადემია", რომლის ფუნქციონირებაც ეყრდნობა კლუბური სისტემის პრინციპს. 
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელშიც „სტუდენტური აკადემიის“ კომიტეტების წევრებმა გააცნეს თსა-ს სტუდენტებს კავშირის ფუნქციონირების პრინციპები და კომიტეტების 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმები.
გაცნობებთ, რომ კომიტეტებში გაწევრიანება შეუძლია ყველა კურსის სტუდენტს. გაწევრიანებისათვის მიმართეთ არსებული კომიტეტების ხელმძღვანელებს.
თსა მიესალმება სტუდენტების მსგავს ინიციატივებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ სამომავლო საქმიანობას.

Date:
2017-11-17

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
x 2017-11-17

კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსი
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  • ადამიანის ანატომია (ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • პათოლოგია (პათოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფიზიოლოგია (ფიზიოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფარმაკოლოგია (ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • იმუნოლოგია (მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • შინაგანი სნეულებანი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი)   - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფსიქიატრია (ფსიქიატრიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ენდოკრინოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • გადაუდებელი მედიცინა და ტოქსიკოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ნეიროქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  - პროფესორი (1 ადგილი)
  • ზოგადი ქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  -ასისტენტი (1 ადგილი)
  • ტრავმატოლოგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი დისციპლინები  (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 დეკემბერს.

Date:
2017-11-17

სისხლის უანგარო დონორთა აქცია

2017 წლის 17 ნოემბერს თსა-ს სტუდენტების ორგანიზებით თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სისხლის უანგარო დონორთა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსა-ს სტუდენტთა უმრავლესობამ.

აღნიშნული აქცია თსა-ში ტარდება ყოველწლიურად. მისი მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სისხლის უანგაროდ გაღების მოტივაცია, რადგან დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი. ქვეყნის მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი, მაგრამ რეალურად ამ ხალხის 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.
თსა მიესალმება სტუდენტების მსგავს ინიციატივებს და მომავალშიც უცხადებს მათ მხარდაჭერას.

Date:
2017-09-24

თსა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე“

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს რიყის პარკში გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი,“ რომელიც იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით.
x 2017-09-24

ფესტივალის მონაწილეთა შორისაა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამეიდიცინო აკადემიაც, რომელიც მცირე, თუმცა შთამბეჭდავი სტენდითა და დინამიური გუნდით წარსდგა სტუმრების წინაშე.
სასიხარულოა, რომ აკადემიის სტენდთან თავი მოიყარა სამედიცინო სფეროთი დაინტერესებულმა მრავალმა ახალგაზრდამ და მომავალმა სტუდენტმა, რომელთაც საშუალება ჰქონდათ აქტიური მონაწილეობა მიმდინარე კლინიკურ სიმულაციაში, მიკროსკოპის საშუალებით დაეთვალიერებინათ ჰისტოლოგიური პრეპარატები და სხვ.
აკადემიის სტენდს ასევე სტუმრობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც დადებითად შეაფასა აკადემიის ნოვატორული ხედვა სამედიცინო განათლების დარგში და აკადემიას წარმატებები უსურვა. 

Date:
2017-09-18

პირველკურსელთა საზეიმო დახვედრა და ახალი სასწავლო წელი თსა-ში

2017 წლის 18 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი. მომავალ მედიკოსებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ და მათ წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
x 2017-09-18

პირველკურსელთა საზეიმო დახვედრა და ახალი სასწავლო წელი თსა-ში

2017 წლის 18 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა
პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.
მომავალ მედიკოსებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა აკადემიის რექტორმა,
ქალბატონმა ირინე შოთაძემ და მათ წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს აკადემიის დეკანმა, ქალბატონმა ცისანა
ლომაშვილმა, ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო
შიუკაშვილმა და აკადემიის სტუდენტური ფრთის თვალსაჩინო წევრებმა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ აკადემიაში არსებულ ძირითად წესებს და
სტუდენტთა წახალისების მეთოდებს და მიიღეს ინფორმაცია მათ წინაშე არსებული
შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, პირველკურსელებს საშუალება ჰქონდათ, შეკითხვები დაესვათ
ადმინისტრაციული პერსონალისა და უფროსკურსელებისათვის.
თსა კიდევ ერთხელ ულოცავს პირველკურსელებს სტუდენტობას და წარმატებულ
სასწავლო წელს უსურვებს.

Date:
2017-09-14

შიდა მობილობა

ინფორმაცია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინი აკადემიაში 2017-2018
x 2017-09-14

შიდა მობილობა

ინფორმაცია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინი აკადემიაში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ

ა) განცხადების მიღება 2017 წლის 15 სექტემბრიდან 16 ოქტომბრამდე
ბ) კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობადა შესაბამისი ბრძანების გამოცემა 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით

Date:
2017-09-04

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელიწადს! ჩვენ გვჯერა, რომ აკადმიაში გატარებული წლები სავსე იქნება სიახლეებით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით! თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი პროფესიული წარმატებისაკენ!
x 2017-09-04

2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის ამედიცინო აკადემია გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელიწადს! ჩვენ გვჯერა, რომ აკადემიაში გატარებული წლები სავსე იქნება სიახლეებით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით! თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი პროფესიული წარმატებისაკენ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირთა რეგისტრაცია განხორციელდება 2017 წლის 7 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
სავალდებულოა რეგისტრაციის მსურველებმა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამხედრო მიწერის მოწმობის ან აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
დ) 4 ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია;
ე) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (2017-2018 ს/წლის საფასურის - 3500 ლარის 65% - 2275 ლარი).
ვ) სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ს.ს. საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი - BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE09BG 000 000 0624 481 701 - ლარი (მიმდინარე ანგარიში).

საბუთების მიღება იწარმოებს მე-3 სართულზე ბიბლიოთეკაში 10.00-დან 18.00 საათამდე. შესვენება 13.00-დან 14.00-მდე.
პასუხისმგებელი პირი - მარინე იოსავა.

თსა-ს ადმინისტრაცია

Date:
2017-06-28

თსა-ს კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია
x 2017-06-28

თსა-ს კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს  დეკანი, ქალბატონი ცისანა ლომაშვილი, ემერიტუსი - პროფესორი დავით ხაზარაძე, აკადემიის პროფესორები: ანზორ მელია, გიორგი გვახარია, გიორგი კანდელაკი და მაია კივილაძე. თანატოლებს სიტყვით მიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციისა (EMSA) და აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, ანა მიქელაძემ.  ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

Date:
2017-06-28

თსა-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

თსა-ს რექტორი, ქალბატონი ირინე შოთაძე და აკადემიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტს, აჯინკია კულკარნის
x 2017-06-28

თსა-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

თსა-ს რექტორი, ქალბატონი ირინე შოთაძე და აკადემიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტს, აჯინკია კულკარნის ISCOMS-ის (სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესი ბიოსამედიცინო მეცნიერებების დარგში) საპატიო ელჩად არჩევას.

ISCOMS-ის საპატიო ელჩების ტრადიცია სათავეს იღებს 2006 წლიდან. დღეისათვის, ყოველ წლიურად, ასობით კანდიდატიდან ირჩევა 75-მდე ელჩი, რომლებიც ხელს უწყობენ თანატოლების ჩართვას და აქტივობებს საერთაშორისო ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში მსოფლიოს 28 ქვეყანაში.

თსა მხარს უჭერს ახალბედა ელჩს მის წამოწყებებში და გამოთქვამს იმედს, რომ აჯინკია კულკარნი ზედმიწევნით შეასრულებს დასახულ ამოცანებს. ვთვლით, რომ მისი ხელშეწყობით, როგორც თსა-ს ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ეზიარებიან საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობას.

Date:
2017-06-25

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე: სამედიცინო რადიოლოგია (2 მაძიებელი) დერმატოვენეროლოგია - (2 მაძიებელი)
x 2017-06-25

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე:
სამედიცინო რადიოლოგია (2 მაძიებელი)
დერმატოვენეროლოგია - (2 მაძიებელი)
რეზიდენტურაში მიღებამოხდება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობის, სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გასაუბრების საფუძველზე.  
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2017 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
წარმოსადგენი საბუთების სია

  1. CV
  2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. ორი ფოტოსურათი (3x4).

საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ., 51/2, მე-3 სართული, ოთახი 304,
ტელეფონი - 599 29 83 48 (11.00-17.00, შესვენება - 13.00-14.00).

Date:
2017-06-16

IFMSA ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის ღონისძიება თსა-ში

2017 წლის 15-16 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის (SCORP) მიერ გამართულ ღონისძიებას, დევიზით: „ლეკვი ლომისა სწორია“.
x 2017-06-16

IFMSA ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის ღონისძიება თსა-ში

2017 წლის 15-16 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის (SCORP) მიერ გამართულ ღონისძიებას, დევიზით: „ლეკვი ლომისა სწორია“. ღონისძიების მიზანი იყო მომავალ ექიმთა შორის ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით ბავშვის პრენატალური სელექციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ინფორმაციის შემდგომი დისემინაცია თანატოლებს შორის .
საინფორმაციო ლექციას, რომელსაც უძღვებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი ლელა ბაქრაძე, ესწრებოდნენ როგორც თსა-ს, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის კვლევის შედეგებს და ტენდენციებს გენდერული ნიშნით პრენატალური სელექციის შესახებ. ლექციის დასასრულს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.
16 ივნისს, კომიტეტის წევრები, თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის, თეკლა გელოვანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ სამშობიარო ცენტრ „ჯანმრთელობის სახლს“, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და შერეული ფერის საბავშვო აქსესუარები.
თსა-ს ხელმძღვანელობა მადლობას უხდის მონაწილეობისათვის გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ხელმძღვანელს, ლელა ბაქრაძეს, ასევე „ჯანმრთელობის სახლის“ დირექციას გაწეული მხარდაჭერისათვის.
თსა-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თსა-ს სტუდენტებს: თეკლა გელოვანს, ანა მამისეიშვილს, ინა ლეშქაშელს, ანი მდივანს და საბა ბენიძეს პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, მიესალმება მათ აქტიურ ჩართულობას მსგავს სოციალურ პროექტებში და აღუთქვამს სამომავლო მხარდაჭერას ანალოგიურ წამოწყებებში.

Date:
2017-05-31

მსოფლიო ანტინიკოტინური დღე “Go Green Not Sick”.

31 მაისს, მსოფლიოს ანტინიკოტინური დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (IFMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი კიკვაძის ინიციატივით ჩატარდა სოციალური პროექტი სახელწოდებით: “Go Green Not Sick”.
x 2017-05-31

პროექტის ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა აქცია, სადაც კომიტეტის წევრებმა მწეველებს სიგარეტის ნაცვლად შეთავაზეს ქოთნის ყვავილი. დღის ბოლოს, აქციის დასრულების შემდეგ კი თსა-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თამბაქოს ზეგავლენის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. საჯარო ლექციას გაუძღვა მედიცინის მაგისტრი, კომპანია „სოფარმას“ მარკეტინგის მენეჯერი, ქ-ნი ეთერ ბუნტური და წარმოადგინა კომპანიის საიმიჯო პროდუქტი „ტაბექსი“, რომელიც მწეველებს ნიკოტინდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება.
პროექტი განხორციელდა პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პატრონაჟითა და კომპანია „სოფარმას“ მხარდაჭერით.

Date:
2017-05-29

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 აპრილის N59 ბრძანების საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები:
x 2017-05-29

ბაზისური დისციპლინების დეპარტამენტი:
  შორენა ტუკვაძეასოცირებული პროფესორი (ბიოქიმია)
მაია ზარნაძეასოცირებული პროფესორი (მიკრობიოლოგია)
კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი:
კახა ქუნთელია – პროფესორი (სისხლძარღვთა ქირურგია)
ლეონიდე თოხაძე – პროფესორი (ქირურგია)
ირაკლი ავაზაშვილი – პროფესორი (სხივური დიაგნოსტიკა და თერაპია)
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
მაია კივილაძე – პროფესორი (ქირურგიული სტომატოლოგია)

კონკურსში მონაწილეებს, არჩევნების შედეგების ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში უფლება აქვთ გაასაჩივრონ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება  (მთლიანად ან ნაწილობრივ) რექტორთან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

Date:
2017-04-13

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს

ბაზისური და ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი: 1. ბიოქიმია 2. მიკრობიოლოგია კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი: 1. სისხლძარღვთა ქირურგია 2. ქირურგია 3. სხივური დიაგნოსტიკა და თერაპიას ტომატოლოგიის დეპარტამენტი: - ქირურგიული სტომატოლოგია
x 2017-04-13

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსს
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბაზისური და ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი:
- ბიოქიმია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- მიკრობიოლოგია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი:

- სისხლძარღვთა ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- სხივური დიაგნოსტიკა და თერაპია - პროფესორი (1 ადგილი)
სტომატოლოგიის დეპარტამენტი

- ქირურგიული სტომატოლოგია - პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი.

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 15 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი - 304. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა tma@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 მაისს.

Date:
2017-04-08

თსა-ს სტუდენტთა წარმატებული გამოსვლა სამეცნიერო კონფერენციაზე

"ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “ სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის “ მიერ, 2017 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
x 2017-04-08

თსა-ს სტუდენტთა წარმატებული გამოსვლა სამეცნიერო კონფერენციაზე

"ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “ სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის “ მიერ, 2017 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე კონფერენცია სახელწოდებით "გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა". კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა-ს) როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა როგორც ზეპირი, ასევე – პოსტერული პრეზენტაციები. მოხსენებით წარდგნენ: თსა-ს პირველი კურსის სტუდენტი, ნინო ძაგანია, თემაზე - „რეზისტენტული ტუბერკულოზის რისკ-ფაქტორები საქართველოში“; მესამე კურსის სტუდენტები - ადნან ანვარი და საიფ რუსტუმი, თემით - "Mental Health Issues in Child and Female Refugees" ; ხოლო პოსტერული პრეზენტაციით კი საიფ თავფიქი.
კონფერენციაზე განხილული იქნა მრავალი აქტუალური საკითხი, მათ შორის: გლობალური ჯანმრთელობა; ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი; ჯანმრთელობა და ეკოლოგია; ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამდები და არაგადამდები დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობა და სხვ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ მედიკოსთა ჩართულობა სამეცნიერო პროცესებში მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
თსა-ს ადმინისტრაცია და სამეცნიერო-კვლევით სამსახური მადლობას უხდის სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელ პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, ასევე "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების" და "სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევითი კლუბ “VITALIS” -ის შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი კონფერენციის ორგანიზებისათვის.

Date:
2017-03-15

წარჩინებული სტუდენტების წახალისება თსა-ში

თსა-ს რექტორის ინიციატივით, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგებით, მედიცინის ფაკულტეტის 5 წარჩინებული სტუდენტი
x 2017-03-15

წარჩინებული სტუდენტების წახალისება თსა-ში

თსა-ს რექტორის ინიციატივით, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგებით, მედიცინის ფაკულტეტის 5 წარჩინებული სტუდენტი: ნონა ზოიძე, ნინო გოგიჩაიშვილი, თამარ ხალვაში,
ვიქტორია შონია და თამარ ლომაია გათავისუფლდნენ მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადისაგან .

ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს მონდომებისათვის, ულოცავს მათ ამ მიღწევას და წარმატებულ სემესტრს უსურვებს! აღნიშნული ფორმით კი სტუდენტების წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.

Date:
2017-03-15

საგანმანათლებლო გამოფენა

16-17 თებერვალს თსა-მ მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაში,
x 2017-03-15

საგანმანათლებლო გამოფენა

16-17 თებერვალს თსა-მ მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ  IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც წამოდგენილნი იყვნენ უმაღლესი სასწავლებლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქტიულ რეჟიმში გაცნობოდნენ აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს, დაკვირვებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის შესრულებაში მანეკენებისა და სიმულატორების საშუალებით და დაესვათ კითხვები აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
აკადემიის ადმინისტრაცია მისალმება სტუდენტების მსგავს ჩართულობას და მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის.

Date:
2017-03-14

თსა-ს სტუდენტური დელეგაციის ვიზიტი IFMSA-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე.

მიმდინარე წლის 2-8 მარტს თსა-ს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, თეკლა გელოვანი და გიორგი კიკვაძე აკადემიის წარდგინებით საქართველოს
x 2017-03-14

თსა-ს სტუდენტური დელეგაციის ვიზიტი IFMSA-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე.

მიმდინარე წლის 2-8 მარტს თსა-ს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, თეკლა გელოვანი და გიორგი კიკვაძე აკადემიის წარდგინებით საქართველოს დელეგაციის წევრების სახით იმყოფებოდნენ მონტენეგროში, სადაც გაიმართა IFMSA-ის 66-ე გენერალური ასამბლეა.
ყრილობის ფარგლებში დელეგატები დაესწრნენ სხვადასხვა თემისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღეს კომიტეტების სხდომებში და 122 ქვეყნის 1200-მდე მომავალ მედიკოსს გააცნეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ასამბლეის დასასრულს, შემუშავებული იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმები.
სამუშაო შეხვედრებმა ქართული დელეგაციისათვის მეტად დატვირთულ და ნაყოფიერ გარემოში ჩაიარა. ქართული დელეგაცია კვლავაც გეგმავს IFMSA -ს სამომავლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას და მიზნად ისახავს, სამედიცინო განათელების საერთაშორისო ფედერაციის სტუდენტურ ასოციაციაში დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი.
თსა-ს ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს დელეგატებს და კვლავაც ხელს შეუწყობს მოწადინებულ სტუდენტებს საერთაშორისო აქტივობებში.