ყველა სიახლე

Date:
2017-06-28

თსა-ს კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია
x 2017-06-28

თსა-ს კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია


მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს  დეკანი, ქალბატონი ცისანა ლომაშვილი, ემერიტუსი - პროფესორი დავით ხაზარაძე, აკადემიის პროფესორები: ანზორ მელია, გიორგი გვახარია, გიორგი კანდელაკი და მაია კივილაძე. თანატოლებს სიტყვით მიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციისა (EMSA) და აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, ანა მიქელაძემ.  ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

Date:
2017-06-28

თსა-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

თსა-ს რექტორი, ქალბატონი ირინე შოთაძე და აკადემიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტს, აჯინკია კულკარნის
x 2017-06-28

თსა-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.


თსა-ს რექტორი, ქალბატონი ირინე შოთაძე და აკადემიის ადმინისტრაცია გულითადად ულოცავს ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტს, აჯინკია კულკარნის ISCOMS-ის (სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესი ბიოსამედიცინო მეცნიერებების დარგში) საპატიო ელჩად არჩევას.

ISCOMS-ის საპატიო ელჩების ტრადიცია სათავეს იღებს 2006 წლიდან. დღეისათვის, ყოველ წლიურად, ასობით კანდიდატიდან ირჩევა 75-მდე ელჩი, რომლებიც ხელს უწყობენ თანატოლების ჩართვას და აქტივობებს საერთაშორისო ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში მსოფლიოს 28 ქვეყანაში.

თსა მხარს უჭერს ახალბედა ელჩს მის წამოწყებებში და გამოთქვამს იმედს, რომ აჯინკია კულკარნი ზედმიწევნით შეასრულებს დასახულ ამოცანებს. ვთვლით, რომ მისი ხელშეწყობით, როგორც თსა-ს ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ეზიარებიან საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობას.

Date:
2017-06-25

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე: სამედიცინო რადიოლოგია (2 მაძიებელი) დერმატოვენეროლოგია - (2 მაძიებელი)
x 2017-06-25

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე:
სამედიცინო რადიოლოგია (2 მაძიებელი)
დერმატოვენეროლოგია - (2 მაძიებელი)
რეზიდენტურაში მიღებამოხდება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობის, სპეციალობაში და ინგლისურ ენაში გასაუბრების საფუძველზე.  
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2017 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
წარმოსადგენი საბუთების სია

  1. CV
  2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. ორი ფოტოსურათი (3x4).

საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ., 51/2, მე-3 სართული, ოთახი 304,
ტელეფონი - 599 29 83 48 (11.00-17.00, შესვენება - 13.00-14.00).

Date:
2017-06-16

IFMSA ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის ღონისძიება თსა-ში

2017 წლის 15-16 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის (SCORP) მიერ გამართულ ღონისძიებას, დევიზით: „ლეკვი ლომისა სწორია“.
x 2017-06-16

IFMSA ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის ღონისძიება თსა-ში


2017 წლის 15-16 ივნისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა მედიკოს სტუდენტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის კომიტეტის (SCORP) მიერ გამართულ ღონისძიებას, დევიზით: „ლეკვი ლომისა სწორია“. ღონისძიების მიზანი იყო მომავალ ექიმთა შორის ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით ბავშვის პრენატალური სელექციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ინფორმაციის შემდგომი დისემინაცია თანატოლებს შორის .
საინფორმაციო ლექციას, რომელსაც უძღვებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი ლელა ბაქრაძე, ესწრებოდნენ როგორც თსა-ს, ასევე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის კვლევის შედეგებს და ტენდენციებს გენდერული ნიშნით პრენატალური სელექციის შესახებ. ლექციის დასასრულს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.
16 ივნისს, კომიტეტის წევრები, თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის, თეკლა გელოვანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ სამშობიარო ცენტრ „ჯანმრთელობის სახლს“, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და შერეული ფერის საბავშვო აქსესუარები.
თსა-ს ხელმძღვანელობა მადლობას უხდის მონაწილეობისათვის გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ხელმძღვანელს, ლელა ბაქრაძეს, ასევე „ჯანმრთელობის სახლის“ დირექციას გაწეული მხარდაჭერისათვის.
თსა-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თსა-ს სტუდენტებს: თეკლა გელოვანს, ანა მამისეიშვილს, ინა ლეშქაშელს, ანი მდივანს და საბა ბენიძეს პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, მიესალმება მათ აქტიურ ჩართულობას მსგავს სოციალურ პროექტებში და აღუთქვამს სამომავლო მხარდაჭერას ანალოგიურ წამოწყებებში.











Date:
2017-05-31

მსოფლიო ანტინიკოტინური დღე “Go Green Not Sick”.

31 მაისს, მსოფლიოს ანტინიკოტინური დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (IFMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი კიკვაძის ინიციატივით ჩატარდა სოციალური პროექტი სახელწოდებით: “Go Green Not Sick”.
x 2017-05-31

მსოფლიო ანტინიკოტინური დღე “Go Green Not Sick”.


31 მაისს, მსოფლიოს ანტინიკოტინური დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (IFMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი კიკვაძის ინიციატივით ჩატარდა სოციალური პროექტი სახელწოდებით: “Go Green Not Sick”.
პროექტის ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა აქცია, სადაც კომიტეტის წევრებმა მწეველებს სიგარეტის ნაცვლად შეთავაზეს ქოთნის ყვავილი. დღის ბოლოს, აქციის დასრულების შემდეგ კი თსა-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თამბაქოს ზეგავლენის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. საჯარო ლექციას გაუძღვა მედიცინის მაგისტრი, კომპანია „სოფარმას“ მარკეტინგის მენეჯერი, ქ-ნი ეთერ ბუნტური და წარმოადგინა კომპანიის საიმიჯო პროდუქტი „ტაბექსი“, რომელიც მწეველებს ნიკოტინდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება.
პროექტი განხორციელდა პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პატრონაჟითა და კომპანია „სოფარმას“ მხარდაჭერით.






Date:
2017-05-29

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 აპრილის N59 ბრძანების საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები:
x 2017-05-29

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგი


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორის 2017 წლის 13 აპრილის N59 ბრძანების საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები:
ბაზისური დისციპლინების დეპარტამენტი:
  შორენა ტუკვაძეასოცირებული პროფესორი (ბიოქიმია)
მაია ზარნაძეასოცირებული პროფესორი (მიკრობიოლოგია)
კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი:
კახა ქუნთელია – პროფესორი (სისხლძარღვთა ქირურგია)
ლეონიდე თოხაძე – პროფესორი (ქირურგია)
ირაკლი ავაზაშვილი – პროფესორი (სხივური დიაგნოსტიკა და თერაპია)
სტომატოლოგიის დეპარტამენტი:
მაია კივილაძე – პროფესორი (ქირურგიული სტომატოლოგია)

კონკურსში მონაწილეებს, არჩევნების შედეგების ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში უფლება აქვთ გაასაჩივრონ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება  (მთლიანად ან ნაწილობრივ) რექტორთან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.

Date:
2017-04-13

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს

ბაზისური და ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი: 1. ბიოქიმია 2. მიკრობიოლოგია კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი: 1. სისხლძარღვთა ქირურგია 2. ქირურგია 3. სხივური დიაგნოსტიკა და თერაპიას ტომატოლოგიის დეპარტამენტი: - ქირურგიული სტომატოლოგია
x 2017-04-13

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსს
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ბაზისური და ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი:
- ბიოქიმია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
- მიკრობიოლოგია – ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი:

- სისხლძარღვთა ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
- სხივური დიაგნოსტიკა და თერაპია - პროფესორი (1 ადგილი)
სტომატოლოგიის დეპარტამენტი

- ქირურგიული სტომატოლოგია - პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;
  • სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი.

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

 

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 15 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი - 304. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა tma@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 მაისს.

Date:
2017-04-08

თსა-ს სტუდენტთა წარმატებული გამოსვლა სამეცნიერო კონფერენციაზე

"ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “ სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის “ მიერ, 2017 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
x 2017-04-08

თსა-ს სტუდენტთა წარმატებული გამოსვლა სამეცნიერო კონფერენციაზე


"ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “ სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის “ მიერ, 2017 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე კონფერენცია სახელწოდებით "გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა". კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა-ს) როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა როგორც ზეპირი, ასევე – პოსტერული პრეზენტაციები. მოხსენებით წარდგნენ: თსა-ს პირველი კურსის სტუდენტი, ნინო ძაგანია, თემაზე - „რეზისტენტული ტუბერკულოზის რისკ-ფაქტორები საქართველოში“; მესამე კურსის სტუდენტები - ადნან ანვარი და საიფ რუსტუმი, თემით - "Mental Health Issues in Child and Female Refugees" ; ხოლო პოსტერული პრეზენტაციით კი საიფ თავფიქი.
კონფერენციაზე განხილული იქნა მრავალი აქტუალური საკითხი, მათ შორის: გლობალური ჯანმრთელობა; ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი; ჯანმრთელობა და ეკოლოგია; ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამდები და არაგადამდები დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობა და სხვ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ მედიკოსთა ჩართულობა სამეცნიერო პროცესებში მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
თსა-ს ადმინისტრაცია და სამეცნიერო-კვლევით სამსახური მადლობას უხდის სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელ პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, ასევე "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების" და "სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევითი კლუბ “VITALIS” -ის შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი კონფერენციის ორგანიზებისათვის.



Date:
2017-03-15

წარჩინებული სტუდენტების წახალისება თსა-ში

თსა-ს რექტორის ინიციატივით, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგებით, მედიცინის ფაკულტეტის 5 წარჩინებული სტუდენტი
x 2017-03-15

წარჩინებული სტუდენტების წახალისება თსა-ში


თსა-ს რექტორის ინიციატივით, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის შედეგებით, მედიცინის ფაკულტეტის 5 წარჩინებული სტუდენტი: ნონა ზოიძე, ნინო გოგიჩაიშვილი, თამარ ხალვაში,
ვიქტორია შონია და თამარ ლომაია გათავისუფლდნენ მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადისაგან .

ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს მონდომებისათვის, ულოცავს მათ ამ მიღწევას და წარმატებულ სემესტრს უსურვებს! აღნიშნული ფორმით კი სტუდენტების წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.

Date:
2017-03-15

საგანმანათლებლო გამოფენა

16-17 თებერვალს თსა-მ მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაში,
x 2017-03-15

საგანმანათლებლო გამოფენა


16-17 თებერვალს თსა-მ მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ  IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენაში, სადაც წამოდგენილნი იყვნენ უმაღლესი სასწავლებლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქტიულ რეჟიმში გაცნობოდნენ აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს, დაკვირვებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის შესრულებაში მანეკენებისა და სიმულატორების საშუალებით და დაესვათ კითხვები აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
აკადემიის ადმინისტრაცია მისალმება სტუდენტების მსგავს ჩართულობას და მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის.

Date:
2017-03-14

თსა-ს სტუდენტური დელეგაციის ვიზიტი IFMSA-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე.

მიმდინარე წლის 2-8 მარტს თსა-ს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, თეკლა გელოვანი და გიორგი კიკვაძე აკადემიის წარდგინებით საქართველოს
x 2017-03-14

თსა-ს სტუდენტური დელეგაციის ვიზიტი IFMSA-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე.


მიმდინარე წლის 2-8 მარტს თსა-ს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, თეკლა გელოვანი და გიორგი კიკვაძე აკადემიის წარდგინებით საქართველოს დელეგაციის წევრების სახით იმყოფებოდნენ მონტენეგროში, სადაც გაიმართა IFMSA-ის 66-ე გენერალური ასამბლეა.
ყრილობის ფარგლებში დელეგატები დაესწრნენ სხვადასხვა თემისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღეს კომიტეტების სხდომებში და 122 ქვეყნის 1200-მდე მომავალ მედიკოსს გააცნეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ასამბლეის დასასრულს, შემუშავებული იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმები.
სამუშაო შეხვედრებმა ქართული დელეგაციისათვის მეტად დატვირთულ და ნაყოფიერ გარემოში ჩაიარა. ქართული დელეგაცია კვლავაც გეგმავს IFMSA -ს სამომავლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას და მიზნად ისახავს, სამედიცინო განათელების საერთაშორისო ფედერაციის სტუდენტურ ასოციაციაში დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი.
თსა-ს ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს დელეგატებს და კვლავაც ხელს შეუწყობს მოწადინებულ სტუდენტებს საერთაშორისო აქტივობებში.