კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
2019-09-25

Untitled Document

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

·       დერმატოვენეროლოგია -  ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

·       პედიატრია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

·       მეანობა - გინეკოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

·       ზოგადი ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)

·       ზოგადი ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი)

 

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·       განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);

·       პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

·       ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;

·       ავტობიოგრაფია (CV)

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

·       მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;

·        პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

·        სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);

·        ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

·       კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;

·       ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

·       მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები;

·       დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა; კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში - კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.

·       რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

·       ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;

·       გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;

·       აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;

·       სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;

·       სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);

·        ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);

·       სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

·        ინგლისური ენის   პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

·        ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესსა და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ვებგვერდზე (www.tma.edu.ge).

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 28-2ოქტომბერს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართულიოთახი 302. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 06 ნოემბერს.