სამეცნიერო ფესტივალის მესამე დღე
2019-09-27

დღე მე-3 „შეეხე მედიცინას“ დაეთმო თსა-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს. წარდგენილ იქნა, თსა-ს 2019 წლის სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები: „მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე“; „CDH1 მუტაციის, Ki67-ის, P53-ის და HER2-ის თანააექსპრესიის თავისებურებანი კუჭის დიფუზური ტიპის კარცინომაში“; „FOXP3 გენის ექსპრესია, როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი“; „ჯანსაღი ცხოვრების წესის შეფასება და შედარებითი ანალიზი სამედიცინო და არასამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს შორის საქართველოში“; „საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა“; „ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა“. თსა-ში სამეცნიერო სემინარი გაიმართა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში.