სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები
2019-09-20

Untitled Document

თსა-ს აკადემიურმა პერსონალმა, 17-20 სექტემბერს, ჩაატარა ტრენინგი „თსა-ს ახალი მოწვეული პერსონალის ადაპტაცია და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა“. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ახალი პედაგოგები, რომლებიც გაუძღვებიან 2019/2020  სასწავლო წელს.

ტრენინგი მიზნად ისახავდა შემდეგ ამოცანებს:
• აკადემიის პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებების, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესების გაცნობა;
• სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში არსებული სიახლეების გაცნობა;
• დისციპლინებსა და დეპარტამენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა.

ტრენინგის თითოეული დღე მიმართული იყო,  არა მხოლოდ პედაგოგების  ინფორმირებასა, თუ ადაპტაციაზე აკადემიაში, არამედ მათ წინაშე სამედიცინო განათლებაში არსებული გამოწვევების გაანალიზებასა და განხორციელებაზე, სასწავლო პროცესში.