იყავით ორიგინალური და არა პლაგიატს
2019-10-16

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ ჩაატარა ანტი-პლაგიატის კამპანია - „იყავით ორიგინალური და არა პლაგიატს“ . კამპანია მიზნად ისახავდა პლაგიატის შესახებ ცნობიერების გაზრდას და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დანერგვას სტუდენტებს შორის. პლაგიატის არსის გაცნობიერება არის პირველი ნაბიჯი მის აღმოსაფხვრელად. ანტი-პლაგიატის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ლექცია/სემინარები, დაიბეჭდა პოსტერები და გამოიცა მოკლე საინფორმაციო გზამკვლევი.