„სტუდენტი და მისი როლი, უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციაში“
2019-10-21

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, საკითხზე „სტუდენტი და მისი როლი, უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუციაში“. ტრენინგს უძღვებოდა უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტი, ბასტიან ბაუმანნი. ტრენინგის მანძილზე სტუდენტებმა უფრო მკაფიოდ გაითავისეს თავის როლი თსა-ში და სტუდენტური გაერთიანების მნიშვნელობა. თითოეული სესია იყო ინტერაქტიური და მოიცავდა სხვდასხვა აქტივობებს. ტრენინგის შედეგად დაიგეგმა სამომავლო სტუდენტური ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს, მათ სრულ ჩართულობას, თსა-ს მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.