თსა-ს მედიცინის სკოლის საბჭოს სხდომა
2019-10-22

22 ოქტომბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ ჩაატარა მედიცინის სკოლის საბჭოს სხდომა. სხდომის დღის წესრიგში იყო მედიცინის სკოლის ახალი დეკანის, თს-ს ასოცირებული პროფესორი, ნინო კეკენაძის, წარდგენა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვა. საბჭოს სხდომა ატარებდა ინტერაქტიულ სახეს. სამუშაო ვითარებაში საბჭოს წევრებს მიეცათ აზრის გამოხატვის საშუალება და სამოქმედო გეგმის ერთობლივ ნიშნულზე ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ მედიცინის სკოლის საბჭოს სხდომას დაესწრნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს თსა-ს უცხოელმა პარტნიორებმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, ოტტო დაპუნტმა და საერთაშორისო ექსპერტმა უმაღლესი განათლების სფეროში, ბასტიან ბაუმანნმა.