თსა-ს თანამშრომლები AMEE-ს ტრენინგს დაესწრნენ
2019-10-25

21-25 ოქტომბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს AMEE-ს (ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია) ტრენინგში “ESMEA - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში: შეფასების მეთოდები. ტრენინგს უძღვებოდა AMEE-ს პრეზიდენტი, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის კონსულტანტი (WFME) სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი.