პროფესორი, ნელე მიშელსის ვიზიტი თსა-ში
2019-11-05

თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიშელსი. პროფესორი, ნელე მიშელსი თსა-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და გამართა შეხვედრები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. დაათვალიერა თსა-ს განახლებული კლინიკური უნარ-ჩვევების და ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების ცენტრი, გაეცნო როგორც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაში არსებულ სიახლეებს, ასევე სადოქტორო პროგრამას „მედიცინის მეცნიერებები“. აგრეთვე ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა Erasmus+ თანამშრომლობა პერსონალის და სტუდენტების მობილობის მიზნით, როგორც თსა-დან, ასევე ანტვერპენის უნივერსიტეტიდან.