EBMA-ს ყოველწლიური კონფერენცია სამედიცინო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე
2019-11-11

„EBMA-ს ყოველწლიური კონფერენცია სამედიცინო განათლებაში არსებულ გამოწვევებზე“ თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი, ნინო კეკენაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო შიუკაშვილი 7-9 ნოემბერს, დაესწრნენ EBMA-ს (European Board of Medical Education) ყოველწლიურ კონფერენციას „ახალი მიდგომები სამედიცინო მიმართულებით პროფესიონალების შეფასებისას“ (ლოძი, პოლონეთი). აღნიშნული კონფერენცია იყო განსაკუთრებული, ვინაიდან მისი ორგანიზატორები იყვნენ ევროპის წამყვანი ინსტიტუციები სამედიცინო განათლებაში AMSE (The Assosiation of Medical Schools in Europe) და EBMA (European Board of Medical Education). თსა-ს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და დისკუსიებში, რომელიც ეძღვნებოდა სამედიცინო განათლებაში არსებულ გამოწვევებს.