პედაგოგების ტრენინგი თსა-ში
2019-11-25

13-15 და 20-22 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი: „სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და სტუდენტთა მოტივაციის ძირითადი პრინციპები“. ტრენინგი განკუთვნილი იყო თსა-ს აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისთვის.
ტრენინგის მსვლელობისას მათ მიიღეს ინფორმაცია სამედიცინო განათლებაში არსებული გამოწვევების შესახებ და გაეცნენ თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც დაინერგება და განხორცილედება თსა-ს სასწავლო პროცესში.