თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
2019-12-10

ცხადდება კონკურსი პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) მოკლევადიანი მობილობის მსურველი კანდიდატებისათვის, რომელიც ტარდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
კონკურსი საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ პარტნიორ უნივერსიტეტში არსებულ საუკეთესო პრაქტიკულ მიდგომებს, შეიძინოთ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში.
მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით.
დაფინანსება მოიცავს მგზავრობის ხარჯს და დღიურ ანაზღაურებას

მობილობის პერიოდები: პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2020 წლის ივლისისა,
მობილობის ხანგრძლივობა:
• 12 დღე - სალექციო მივლინებისათვის (10 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
• მობილობის ფარგლებში სავალდებულოა 13 სალექციო საათის ჩატარება პარტნიორ უნივერსიტეტში
• სალექციო მივლინების ანაზღაურება განისაზღვრება 1955 ევროს ოდენობით (1680 ევრო დღიური ანაზღაურება + 275 ევრო მგზავრობის ხარჯები)
• 14 დღე - მივლინება ტრეინინგის მიზნით (12 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის)
• ტრეინინგის მიზნით მობილობის ანაზღაურება განისაზღვრება 2235 ევროს ოდენობით (1960 ევრო დღიური ანაზღაურება + 275 ევრო მგზავრობის ხარჯები)
• განურჩევლად მობილობის ტიპისა (სალექციო, ტრეინინგი, კოლეგების სამუშაო პროცესზე დაკვირვება), მობილობის განხორციელება შესაძლებელია როგორც საბაზისო დისციპლინებში, (https://www.upjs.sk/en/faculty-of-medicine/institutes/) ასევე საუნივერსიტეტო კლინიკურ ბაზებზე. (https://www.upjs.sk/en/faculty-of-medicine/clinical-educational-bases/)
მობილობის ენა: ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე
ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა ბმულზე არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.
მობილობის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შესაბამის კოორდინატორს - ნატალია კოჭლაშვილს: email: erasmus@tma.edu.ge / ოთახი 312
მადლობას გიხდით დაინტერესებისაათვის და წარმატებას გისურვებთ!