თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
2019-12-10

ცხადდება კონკურსი პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტში (სლოვაკეთი) მოკლევადიანი მობილობის მსურველი კანდიდატებისათვის, რომელიც ტარდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსი საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ პარტნიორ უნივერსიტეტში არსებულ საუკეთესო პრაქტიკულ მიდგომებს, შეიძინოთ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ გაუზიარებთ კოლეგებს თსა-ში. მობილობა სრულიად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით. დაფინანსება მოიცავს მგზავრობის ხარჯს და დღიურ ანაზღაურებას მობილობის პერიოდები: პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2020 წლის ივლისისა, მობილობის ხანგრძლივობა: • 12 დღე - სალექციო მივლინებისათვის (10 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის) o მობილობის ფარგლებში სავალდებულოა 13 სალექციო საათის ჩატარება პარტნიორ უნივერსიტეტში o სალექციო მივლინების ანაზღაურება განისაზღვრება 1955 ევროს ოდენობით (1680 ევრო დღიური ანაზღაურება + 275 ევრო მგზავრობის ხარჯები) • 14 დღე - მივლინება ტრეინინგის მიზნით (12 სამუშაო დღე + 2 დღე მგზავრობისათვის) o ტრეინინგის მიზნით მობილობის ანაზღაურება განისაზღვრება 2235 ევროს ოდენობით (1960 ევრო დღიური ანაზღაურება + 275 ევრო მგზავრობის ხარჯები) • განურჩევლად მობილობის ტიპისა (სალექციო, ტრეინინგი, კოლეგების სამუშაო პროცესზე დაკვირვება), მობილობის განხორციელება შესაძლებელია როგორც საბაზისო დისციპლინებში, (https://www.upjs.sk/en/faculty-of-medicine/institutes/) ასევე საუნივერსიტეტო კლინიკურ ბაზებზე. (https://www.upjs.sk/en/faculty-of-medicine/clinical-educational-bases/) მობილობის ენა: ინგლისური კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა https://forms.gle/MdETbfnEsqWU548h9 არაუგვიანეს 15 დეკემბრისა. მობილობის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შესაბამის კოორდინატორს - ნატალია კოჭლაშვილს: email: erasmus@tma.edu.ge / ოთახი 312 მადლობას გიხდით დაინტერესებისაათვის და წარმატებას გისურვებთ!