თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია თსა-ში
2019-12-11

5 და 9 დეკემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა საჯარო ლექციებს, რომლებიც მიეძღვნა ისეთ თემებს როგორიცაა: თამბაქოს მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, მისი კონტროლი და ადამიანის უფლებები. აღნიშნული ლექციები ჩატარდა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდნენ: ანა რეხვიაშვილი - კარდიოლოგი, თსა-ს ასოცირებული პროფესორი ანა დეკანოსიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, თსა-ს მოწვეული პედაგოგი საჯარო ლექციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიერ ინიცირებული პროექტის „FCTC2030“ ფარგლებში ხორციელდება.