ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსა-ში
2019-12-14

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა პოლონეთის ქ. ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს: პროფესორი სებასტიან კლოსეკი - ინგლისურენოვანი პროგრამის ვიცე დეკანი, სტომატოლოგიური ფაკულტეტის კოორდინატორი; ალექსანდრა კარასი - საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინატორი. დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა თსა-ს რექტორს, ირინე შოთაძეს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, პერსონალის და სტუდენტების მობილობის შესაძლებლობები Erasmus+ და ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს თსა-ს განახლებული კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, კვლევითი ლაბორატორია, ხოლო განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თსა-ში დანერგილმა ვირტუალური სწავლების მეთოდმა.