რა? სად? როდის? ჩატარდა თსა-ში
2019-12-26

25 დეკემბერს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. თსა-ს ამჟამინდელი სტუდენტური გუნდებისთვის ეს იყო პირველი გამოცდილება, რითაც განაახლეს არსებული ტრადიცია თსა-ში. გამარჯვებულ გუნდს ვულოცავთ და წარმატება მათ ფართო ინტელექტუალურ ასპარეზზე, ხოლო დანარჩენ გუნდებს ვუსურვებთ წინსვლას მომავალ თამაშებში.