"ელექტროკარდიოგრამის სწორი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლები გადაუდებელი მდგომარეობების დროს
2020-01-20

ძვირფასო სტუდენტებო!
თბილისის სამედიცინო აკადემია და საქართველოს არითმიის სკოლა გიწვევთ ინტენსიურ სემინარ/ტრენინგზე:
"ელექტროკარდიოგრამის სწორი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლები გადაუდებელი მდგომარეობების დროს" !

"არითმიის ზამთრის სკოლა" ჩატარდება ბაკურიანში, 2020 წლის 28 თებერვალიდან 1 მარტის ჩათვლით.

ტრენინგის სამუშაო ენაა: ინგლისური. ტრენინგი განკუთვნილია თსა-ს, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. შერჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე,(მინიმალური 2.0), უპირატესობა ენიჭებათ უფროს კურსელებს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/2NqfRYa
ტრენინგის რეგისტრაციის თანხა არის 100 ლარი, რომელიც უნდა გადაირიცხოს "საქართველოს არითმიის სკოლის" ანგარიშზე. (იხ. ვებ-გვერდზე და ფლაიერებში)

სასტუმროში განთავსების "Bakuriani Resorts", სამჯერადი კვების და ტრანსპორტირების თანხას აკადემიის სტუდენტებისათვის ფარავს თბილისის სამედიცინო აკადემია და თბილისის მერია.

რეგისტრაციის ვადები: 20 იანვარი - 11 თებერვალი საკონტაქტო პირი: მარიამ გაბრიჭიძე, თსა, სართული 3, ოთახი #311