მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
2020-01-22

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს 5 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაზე - სამკურნალო საქმე.

  • ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაცია განხორციელდება  22 იანვრიდან - 5 თებერვლის 18:00 საათამდე;
  • თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტს გადალახული ჰქონდეს 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა - 40%; ზოგადი უნარები - 45%; უცხო ენა - 50%; ქიმია/ბიოლოგია - 45%;
  • მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით;
  • სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მომართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 10 თებერვლიდან -13 თებერვლის ჩათვლით;
  • მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების/ატესტატის ასლი;
  • პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
  • ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ეეგ-ზე მიღებული ქულების შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.

 

  • მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა 19 თებერვლის ჩათვლით.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge