„AMO opportunities“ თსა-ს სტუდენტებისთვის
2020-02-03

3 თებერვალს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწვია დანიელ რივერსი, „AMO opportunities“ პარტნიორობის პროგრამის დირექტორი.
დანიელ რივერსმა ვიზიტის ფარგლებში ჩაატარა საჯარო ლექცია თსა-ს სტუდენტებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კლინიკურ პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებზე. აგრეთვე გამართა შეხვედრა თსა-ს ადმინისტრაციასთან.