იოუკ დენეკენის სამუშაო ვიზიტი თსა-ში
2020-02-07

3 – 7 თებერვალს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ლექციები და სამუშაო შეხვედრები თსა-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროგრამის და სასწავლო კურსების სწავლის შედეგების ფორმულირებისა და შესაბამისი შეფასების მეთოდების, პროგრამის ინტეგრაციის, უკუკავშირისა და ინტერპროფესიული განათლების შესახებ.
აღნიშნულ შეხვედრებს უძღვებოდა ანტვრეპენის უნივერსიტეტის პროფესორი - იოუკ დენეკენსი, ემერიტუს პროფესორი, ზოგადი პრაქტიკის ექიმი, ზოგადი პრაქტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ანტვერპენის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-რექტორი, ბელგია.