ასოციაციაში გაწევრიანება

ასოციაციის წევრობა ხელმისაწვდომია თსა-ს ნებისმიერი კურსდამთავრებულისთვის. ასოციაციის წევრად რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსების გზით (ფორმის შევსება). 

ასოციაციის თითოეული წევრი არის ასოციაციის წარმომადგენელი. 

ასოციაციის მართვის ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრები აირჩევიან ასოციაციის წევრებისგან ელექტრონულად, ფარული კენჭისყრის საფუძველზე. 

ასოციაციის წევრების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 

  • მოკლევადიანი კურსების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; 

  • თსა-სთან ერთად სამეცნიერო ფორუმების, კლინიკური კონფერენციების მოწყობა და მათში მონაწილეობა; 

  • საჯარო ლექციის ჩატარების განრიგის შედგენა და განხორციელება; 

  • კონტაქტების დამყარება ან არსებული კონტაქტების მეშვეობით სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის მიზნით კონსულტაციის გაწევა; 

  • უცხოელი კოლეგების თსა-სთან კონტაქტის დამყარების ხელშეწყობა და ერთობლივი ლექცია-სემინარების ჩატარების ორგანიზება; 

  • სტუდენტებისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება;