რექტორი

თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი

თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი

თბილისის სამედიცინო აკადემია თავისი პირველი მოკრძალებული ნაბიჯებით 1992 წლიდან, ერთ-ერთი პირველი კერძო სამედიცინო სასწავლებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თითქმის 25 წლის განმავლობაში თბილისის სამედიცინო აკადემია საქართველოში სამედიცინო განათლების ერთ-ერთ პიონერად გვევლინება და დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან და დინამიკურად განვითარებად დაწესებულებად. ამ წლების განმავლობაში ჩვენთან აღიზარდა და განათლება მიიღო ასობით წარმატებულმა ექიმმა, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში მუშაობენ.
საქართველოს დედაქალაქში, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩვენ წარმოვაჩენთ ჩვენი კულტურის საუკეთესო ღირებულებებს: სტუმართმოყვარეობას, თანასწორობას და ერთიანობას. აკადემიაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი სტუდენტებისთვის შევქმნათ სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, რომელიც სწავლების საერთაშორისო ხარისხს იქნება მორგებული. სწავლების პროცესი კვალდაკვალ მიჰყვება უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგში უახლეს მიღწევებს და სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროცესის და აღჭურვილობის დინამიკურად გაუმჯობესებას.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში გვაქვს სტუდენტზე ფოკუსირებული მიმართულება, სადაც განათლების ხარისხი მის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ჩვენ გახსნილები ვართ დიალოგისთვის, სტუდენტთა აზრების მოსმენისთვის და მუდმივად ვართ მათი საჭიროებების საქმის კურსში.
ვართ რა სწავლების პროცესის ერთგულნი, ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო თანამშრომლობისათვის განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში.
თბილისის სამედიცინო აკადემია, რომელიც დაარსებულია ჩემი მამის – განთქმული და პატივსაცემი ექიმის, საქართველოში პედიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი პიონერის, პროფესორ პეტრე შოთაძის მიერ, დღესაც ამაყად ატარებს მის სახელს. აქ ჩვენი სტუდენტებისთვის ტრადიციულ ღირებულებებთან ერთად შევქმენით მრავალეროვანი, მეგობრული გარემო და ვიღწვით უკეთესი მომავლისთვის მსოფლიოში, რომელიც სავსეა გლობალური გამოწვევებით.
მეამაყება, რომ წარმოვადგენ დაწესებულების ნაწილს ასეთი მრავალფეროვანი საზოგადოებით, რომელიც ყოველდღიურად ისწრაფვის გააუმჯობესოს და გადაარჩინოს სხვათა სიცოცხლე.
მოხარული ვარ მოგესალმოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში და გისურვოთ წარმატებული აკადემიური წელიწადი.

ირინე შოთაძე
რექტორი