საერთაშორისო თანამშრომლობა

პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდებას, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სასწავლო/კვლევით აქტივობებში ჩართვის მეშვეობით.  თბილისის სამედიცინო აკადემია მიისწრაფვის დასავლური ინტეგრაციისაკენ, რაც თავის მხრივ, ამყარებს აკადემიის საერთაშორისო აკადემიურ რეპუტაციას.
თბილისის სამედიცინო აკადემია აკრედიტებული და აღიარებულია შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაცნიების მიერ

  • ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია
    Association of Medical Education in Europe (AMEE)
  • ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია
    European Medical Students Association (EMSA)
  • სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცნობარი
    International Directory of Medical Education (FAIMER)
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
    World Health Organization – (WHO AVICENNA)   
  • ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაცია
    The Association of Medical Schools in Europe (AMSE)

      

თბილისის სამედიცინო აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტთა განვითარებას სამეცნიერო კუთხით. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, მაქსიმალურად ჩაერთნონ სამეცნიერო აქტივობებში და განათლების ადრეული ეტაპიდანვე მიიღონ ფასდაუდებელი სამეცნიერო გამოცდილება.
თბილისის სამედიცინო აკადემია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ERASMUS+ და MEVLANA. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ სტუდენტებს აქვთ საშუალება, სასწავლო პერიოდის ნაწილი გაატარონ ევროპისა და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, რაც მათ მომავალში ხელს შეუწყობს საერთაშორისო რანგის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.
პარტნიორები MEVLANA საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

  • ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Hacettepe University (Turkey)
  • დიჯლის უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Dicle University (Turkey)
  • აჩიბადემის უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Acibadem University (Turkey)
  • სიფას უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Sifa University (Turkey)
  • ბიულენტ ეცევიტის უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Bülent Ecevit University (Turkey)
  • ადნან მენდერეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Adnan Menderes Universitety (Turkey)

პარტნიორები TEMPUS პროექტის ფარგლებში

  • ვესტმინისტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
    University of Westminster (Great Britain)
  • ფერარას უნივერსიტეტი (იტალია)
    University of Ferrara (Italy)
  • რომის უნივერსიტეტი – “Tor Vergata” (იტალია)
    University of Rome II “Tor Vergata” (UNITOV) (Italy)
  • მურსიას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    University of Murcia (Spain)
  • ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
    Yerevan State University (Armenia)
  • მხიტარ ჰარატსის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)
    Mkhitar Haratsi Yerevan State Medical University (Armenia)
  • ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
    Baku State University (Azerbaijan)
  • აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
    Azerbaijan Medical University (Azerbaijan)

პარტნიორები ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში

  • კლაიპედას უნივერსიტეტი (ლიტვა)
    University of Klaipeda (Lithuania)
  • ოლდენბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)
    Oldenburg University (Germany)
  • გოტენბორგის უნივერსიტეტი (შვედეთი)
    Gothenburg University (Sweden)
  • ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)
    Lund University (Sweden)
  • ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Hacettepe University (Turkey)
  • აჩიბადემის უნივერსიტეტი (თურქეთი)
    Acibadem University (Turkey)
  • მადრიდის ღია უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    Madrid Open University (Spain)
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
    University of Vilnius (Lithuania)

პარტნიორი უნივერსიტეტები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში

  • ჩესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
    University of Chester (Great Britain)
  • პერუჯას უნივერსიტეტი (იტალია)
    University of Perugia (Italy)

თბილისის სამედიცინო აკადემია ამაყობს არსებული პარტნიორობებით და მიისწრაფვის ახალი კავშირების დამყარებისაკენ.