სკოლის შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 1992 წლიდან წარმატებით ახორციელებს ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას - სამკურნალოსაქმე, ხოლო 2012 წლიდან დაიწყო ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - მედიცინა. სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 წლით და საშუალებას აძლევს თსა-ს სტუდენტს, მიიღოს საერთაშორისო დონის განათლება საქართველოში. ორივე პროგრამა - სამკურნალო საქმე და მედიცინა შემუშავებულია ბოლონიის პროცესის კრიტერიუმების შესაბამისად და მაქსიმალურად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებს მედიცინის დარგში. სწავლების პროცესში სტუდენტებს საშუალება აქვთ, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა აკადემიის თანამედროვე ლაბორატორიასა და განახლებულ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში და ეზიარონ კლინიკურ მედიცინას აკადემიის აფილირებულ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.