TEMPUS

კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის
2013 წლის დეკემბრიდან პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ვესტმინსტერის უნივერსიტეტის თაოსნობით ჩართულია ევროკავშირის მიერ საერთაშორისო პროგრამა Tempus-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში - “კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის”. (DECERPH)
პროექტის ფარგლებში თსა პარტნიორობას უწევს კონსორიციუმის შემდეგ წევრებს

  • ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (UoW) (დიდი ბრიტანეთი)
  • ფერრარას უნივერსიტეტი (UNIFE) (იტალია)
  • რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტი (UNITOV) (იტალია)
  • მურსიას უნივერსიტეტი (UMU) (ესპანეთი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) (საქართველო)
  • იაკობ გოგებაშვილი სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) (საქართველო)
  • ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) (სომხეთი)
  • მხიტარ ჰარატსის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)
  • ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) (აზერბაიჯანი)
  • აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (AMU) , (აზერბაიჯანი)
  • პროფ. იეოლიანის სახელობის ჰემატოლოგიის ცენტრი (HC), (სომხეთი)

 პროექტისძირითადიმიზნები
1.    ჰემატოლოგიის სწავლების მოდერნიზება, რესტრუქტურიზაცია და მოთხოვნებზე მორგება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამებისათვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში სწავლების  ECTS-სისტემაზე დაყრდნობით. 
2.    ჰემატოლოგიის სწავლებისა და შეფასების შერეული და ელექტრონული  მეთოდების დანერგვისათვის რესურსების მომზადება და განახლება საბუნებისმეტყველო და მედიცინის სასწავლო პროგრამისთვის სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში.
3.    სამხრეთ კავკასიელი სპეციალისტების პროფესიული ტრენინგი ევროპულ  უნივერსიტეტებში ჰემატოლოგიის სწავლების თანმედროვე  მეთოდების ათვისებისათვის..
4.     კავკასიის რეგიონალური პლატფორმის დაფუძლება ჰემატოლოგიის დარგში. 
5.    ხარისხის კონტროლის და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელების პერიოდში. 
6.    პროექტის შედეგების გავრცელება მისი შემდგომი მდგრადი განვითარებისთვის.  

პროექტის ფარგლებში თსა-მ მიაღწია შემგდეგ შედეგებს:

  • მოხდა კლინიკური ჰემატოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინის გამოყოფა და კურიკულუმში ინტეგრაცია,
  • გაძლიერდა ჰემატოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება სხვადასხვა ბაზისური საგნების ფარგლებში, მათ შორის ჰისტოლოგიაში, ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში.
  • აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ჰემატოლოგიური ლაბორატორია, სადაც სწავლების პრე-კლინიკურ ეტაპზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაეუფლონ კლინიკური ჰემატოლოგიის მაღალ დონეზე შესწავლისათვის აუცილებელ ცოდნას და შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები.
  • თსა-მ უმასპინძლა ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და კონსორციუმის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შეჯამება.