უცხოელი მოქალაქეების ჩარიცხვა

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N 224 ბრძანებით.
2016–2017  წლისათვის თბილისის სამედიცინო აკადემია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინას ინგლისურ ენაზე.
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა (ინგლისური)

  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი
  • სწავლების ენა: ინგლისური
  • სწავლების საფასური: ინგლისურენოვან პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 5.000 აშშ დოლარი წელიწადში
  • სწავლების საფასური ინგლისურენოვან პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი წელიწადში
  • სწავლების საფასური ქართულენოვან პროგრამაზე უცხოეთის მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი წელიწადში

უცხოენოვან პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვამდე წარმოებს გასაუბრება ინგლისურ ენაში.
აპლიკანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს, თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან:

  • აპლიკანტი არის ინგლისურენოვანი ქვეყნის მოქალაქე და მიღებული აქვს განათლება ინგლისურ ენაზე
  • აპლიკანტი ფლობს ვალიდურ  IELTS – ის  (>5.0), TOEFL – ის (>45)  ან B2 საფეხურის შესაბამის ინგლისური ენის სერთიფიკატს.
  • აპლიკანტი წარმოადგენს სკოლის /კოლეჯის/ უნივერსიტეტის სერტიფიკატს, სადაც სწავლების ენა არის ინგლისური, ან სკოლის დირექციის წერილს, სადაც დასტურდება, რომ სწავლების პროცესში, აპლიკანტმა ყველა საგანი გაიარა ინგლისურ ენაზე.

სტუდენტთათვის, რომელთა ინგლისური ენის დონე საჭიროებს გაუმჯობესებას, ფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსი, რომლის ხანგრძლივობაც განისაზღვრება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, სტუდენტთა საჭიროებიდან გამომდინარე.
კურსზე ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრისათვის.
ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 აშშ დოლარს და წარმოებს პასპორტის, სკოლის დამთავრების სერტიფიკატისა და სააპლიკაციო ფორმის წარდგენისას.
თსა–სა და პარტნიორ მომზიდავ კომპანიებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა შერჩევა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (ინდოეთი, შრი-ლანკა, ერაყი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ყატარი და ა.შ) შეიძლება მოხდეს თავად მომზიდავი კომპანიის მიერ ჩატარებული სავალდებულო შესარჩევი გამოცდის საფუძველზე.
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • აბიტურიენტის განცხადება;
  • 4 ფოტოსურათი 3X4-ზე (როგორც დაბეჭდილი, ისე ელექტრონული ვერსია CD);
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სრული/ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აბიტურიენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე;
  • ჯანმრთელობის სერტიფიკატი;

სწავლის მსურველმა, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge ელ-ფოსტა: info@nea.ge )

  • ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულად და დადასტურდეს ნოტარიულად;
  • არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად.


მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვიზა:
სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ გვერდს: https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs

საცხოვრებელი:
თბილისის სამედიცინო აკადემიას არ აქვს საერთო საცხოვრებელი. (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია აკადემიის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 300-500 აშშ დოლარამდე).

სამედიცინო  დაზღვევა:
სტუდენტები ვალდებულნი არიან წარადგინონ  ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა ყოველი სემესტრის დასაწყისში (სხვადასხვა პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25  აშშ დოლარამდე).