სასარგებლო ინფორმაცია

ძვირფასო  სტუდენტებო!  გთავაზობთ    ინფორმაციას  აკადემიის  იმ    სამსახურების,  სერვისების  და  საკონტაქტო  პირების  შესახებ,  რაც  აკადემიაში  სწავლის  პერიოდში  შეიძლება  დაგჭირდეთ,  აგრეთვე  მოკლედ  გაგაცნობთ  სტუდენტის  სტატუსთან  და  ქცევის  წესებთან  დაკავშირებულ  რეგულაციებს 

თსა-ში  არსებული  სერვისები  სტუდენტებისთვის

  • ნებისმიერ  საკითხზე  შიგიძლიათ  მიმართოთ  სტუდენტების  საკონსულტაციო  სამსახურს.  სამუშაო  საათები  -  ორშაბათი-პარასკევი  15.00-17.00,  შეხვედრის  დრო  წინასწარი  შეთანხმებით,  საკონტაქტო  პირი  -  ხათუნა  ხატიაშვილი;  555517634      kh.khatiashvili@tma.edu.ge
  • სასწავლო  პროცესთან  დაკავშირებულ  ნებისმიერ  საკითხზე  შეგიძლიათ  მიმართოთ  სასწავლო  პროცესის  მართვის  სამსახურის  კოორდინატორს  -  მაკა  ბერაძეს;  სამუშაო  საათები  -  ორშაბათი-პარასკევი  10.00-18.00;  maka.beradze@tma.edu.ge;    577508565
  • თსა-ში  არსებობს  კარიერული  მხარდაჭერის,  სტუდენტებთან  და  კურსდამთავრებულებთანურთიერთობის  სამსახურირომლისძირითადი  ფუნქცია  გაუწიოს  სტუდენტებს  კონსულტაცია  კარიერის  დაგეგმვასთან  დაკავშირებით  და  ხელი  შეუწყოს  სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა  დასაქმებას,  საკონტაქტო  პირი  -  ალექსანდრე  მუკათარიძე;  579699999  careersupport@tma.edu.ge
  • თსა-ს  ბიბლიოთეკამუშაობსკვირაში  6  დღე  -  ორშაბათი  -  პარასკევი  09:00-დან  21:00  საათამდეშაბათი  10:00-დან  18:00  საათამდე.  თქვენთვის  სასურველი  ლიტერატურა  შეგიძლიათ  წინასწარ  მოიძიოთ  თსა-ს  ვებ.გვერდზე  განთავსებულ  ელექტრონულ  კატალოგში  შემდეგ  მისამართზე  http://tma.edu.ge/obiblio/opac/index.php
  • აკადემიურ  მოსწრებასთან  დაკავშირებულ  ან  სხვა  ნებისმიერ  საკითხზე  შეგიძლიათ  მისწეროთ  შეტყობინება  სასწავლო  პროცესის  მართვის  ელექტრონულ  სისტემაში  (www.tma.ini.ge)    ადმინისტრაციულ/პედაგოგიურ  პერსონალს  და  მიიღოთ  პასუხი  სახლიდან  გაუსვლელად;  შეტყობინების  ველში  არსებულ  კომუნიკატორში  ირჩევთ  თქვენთვის  სასურველ  ადრესატს  და  უგზავნით  შეტყობინებას
  • შუალედური  და  დასკვნითი  გამოცდების  შემდეგ  პედაგოგებთან  ინდივიდუალური  მუშაობისთვის  (საგამოცდო  საკითხების  გარჩევა  და  სხვა  სახის  კონსულტაცია)  გამოყოფილია  საათები,  რის  შესახებ  ინფორმაცია  შეგიძლიათ  მიიღოთ  სასწავლო  პროცესის  მართვის  კოორდინატორებთან,  ან  უშუალოდ  პედაგოგთან.
  • სწავლის  საფასურის  გადახდის  ვადებთან  და  პირობებთან  (სტუდენტზე  მორგებული  ინდივიდუალური  გრაფიკის  შედგენა)  დაკავშირებით  შეგიძლიათ  მიმართოთ  -  საფინანსო  სამსახურის  უფროსს  ეთერ  აფციაურს,  ყოველდღე  16.00-17.00  სთ
  • გაცვლით  პროგრამებზე  და  საზღვარგარეთ  კლინიკებში  სტაჟირებებთან  დაკავშირებით  მიმართეთ  საერთაშორისო  ურთიერთობების  სამსახურს,  საკონტაქტო  პირი  -  ხათუნა  ხატიაშვილი;  555517634,    kh.khatiashvili@tma.edu.ge
  • სტუდენტურიაკადემიაწარმოადგენს სტუდენტთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც შექმნილია სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის, სტუდენტური ინიციატივების წახალისებისა და ხელშეწყობის და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარების/შენარჩუნების მიზნით. საკონტაქტო პირები - გიორგი კიკვაძე - 593171177; 
  • სტუდენტთა  ჯანმრთელობის  დაცვის  უზრუნველყოფის  მიზნით,  თსა-ს  შენობის  პირველ  სართულზე  კლინიკური  უნარ-ჩვევების  და  ობიექტურად  სტრუქტურირებული  გამოცდების  ცენტრში  ფუნქციონირებს  პირველადი  გადაუდებელი  სამედიცინო  დახმარების  პუნქტი,  აღჭურვილი  პირველადი  სამედიცინო  დახმარებისთვის  საჭირო  მედიკამენტებით  და  ინვენტარით.  საჭიროების  შემთხვევაში  შეგიძლიათ  მიმართოთ    აკაკი  სეფაშვილს-  599890043, a.sepashvili@tma.edu.ge

 სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში

 სტუდენტთა უფლებები

 სტუდენტის სამახსოვრო ბარათი

 ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

 ქცევის კოდექსი