უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა
თბილისის სამედიცინო აკადემიაში სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების შესაბამისად.
2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბუთების მიღების ვადები განისაზღვრა 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
- სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი
- სწავლების ენა: ინგლისური
- სწავლის საფასური: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის - 7000 აშშ დოლარი (წელიწადში)
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- შევსებული სააპლიკაციო წერილი და ფორმა
- პასპორტის ასლი
- სრული/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- სრული/ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)
- NEET-ის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა აპლიკანტებისთვის ინდოეთიდან)
აპლიკანტებს საბუთების სრულად წარმოდგენის შემდეგ ენიშნებათ გასაუბრება ინგლისურ ენაში.
ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 აშშ დოლარს (გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ გასაუბრების შემდგომ).
მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ: სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდს:https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs
საცხოვრებელი: თბილისის სამედიცინო აკადემიას არ აქვს საერთო საცხოვრებელი. (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია აკადემიის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 300-500 აშშ დოლარამდე).
სამედიცინო დაზღვევა: სტუდენტები ვალდებულნი არიან წარადგინონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა (სადაზღვევო პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25 აშშ დოლარამდე).