სამედიცინო თავგადასავალი და პროფესიული აღმოჩენები
ლოძი: სამედიცინო თავგადასავალი და პროფესიული აღმოჩენები
გამარჯობა, მე მია მეტრეველი ვარ!
მინდა გესაუბროთ პოლონეთის ქალაქ ლოძში გატარებულ სტაჟირების ერთ თვეზე, სადაც თბილისის სამედიცინო აკადემიის დახმარებით აღმოვჩნდი.
უნივერსიტეტებთან შეთანხმებით, სტაჟირების დროდ აგვისტოს თვე შეირჩა, ხოლო ადგილად ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი თავისი საუნივერსიტეტო კლინიკით. ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან აქ მიღებული გამოცდილებით შევძლებდი, განმევითარებინა ჩემი, როგორც მომავალი ექიმის, სამედიცინო უნარ-ჩვევები. პროექტის ფარგლებში არაერთი გამოცდილი და კვალიფიკაციური ექიმი გავიცანი, რაც დამეხმარა პროფესიული კუთხით ზრდა-განვითარებაში.


