· 2 წუთი საკითხავი · აკადემიური
სტაჟირების ნაყოფიერი დღეები რიზეში
სტაჟირების ნაყოფიერი დღეები რიზეში

სტაჟირების ნაყოფიერი დღეები რიზეში

მე ვარ აპარნა პრასადი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მე-5 კურსის სტუდენტი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ზაფხულის კლინიკურ სტაჟირებაში რიზეში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში.

რიზეში გატარებული სამი კვირა ყველაზე გადამწყვეტი პერიოდი იყო, რადგან სამედიცინო სტუდენტებს შეგვეძლო გვენახა კლინიკური შემთხვევების რეალური მაგალითები, რომლებსაც წინა სემესტრებში ვსწავლობდით. პირველ დღეს, გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსმა ექიმმა, ალი ჩელიკმა განგვისაზღვრა ტრიაჟის სხვადასხვა დონე მსუბუქი შემთხვევიდან ყველაზე მწვავე პრობლემამდე. მსუბუქ შემთხვევებში იგულისხმებოდა ვირუსული გრიპი, გასტროენტერიტი, ხოლო რთულ შემთხვევებში მოიაზრებოდა სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში დაავადებები, როგორიცაა სპონტანური პნევმოთორაქსი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენა და ა.შ. 

ჩვენ შევაფასეთ პაციენტის ელექტროკარდიოგრაფია, ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული კვლევა, ანალიზები და დავეხმარეთ ექიმს ისეთი პროცედურების განხორციელებაში, როგორიცაა პარაცენტეზი, ცენტრალური ვენის და შარდის კათეტერიზაცია, ფლებოტომია და კანულის ჩადგმა. ყოველ დილას, 9 საათზე, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, ექიმებს, რეზიდენტებსა და სტაჟიორებს შორის განიხილებოდა იშვიათი შემთხვევები. ჩვენ ასევე მოვინახულეთ კლინიკური სტიმულირების სასწავლო ცენტრი, რომელიც ჰოსპიტლის ნაწილი იყო.

რიზე სამოთხეა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ თუ რამდენად აამაღლა ამ ქალაქმა ჩემში დოპამინის მაჩვენებლები. რიზეს მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, მათ ისე გვაგრძნობინეს თავი, როგორც საკუთარ სახლში.  საღამოს უმეტეს ნაწილს, შავი ზღვის სანაპიროზე, სეირნობაში ვატარებდით. რიზეს შემოგარენში სხვადასხვა ადგილიც მოვინახულეთ, შევიძინეთ ახალი მეგობრები, ვცდილობდით მეტი რამ გაგვეგო თურქული კულტურის შესახებ. მაგრამ სუთლაჯსა და ქაბაბს მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში.

ისევ საავადმყოფოში მიღებულ გამოცდილებაზე მინდა გითხრათ, სტაჟიორი ექიმები, დაუდა იუსაფი,  ნურეტინი, სევვალ დენიზი,  ფირატ ტუკენმეზი, დოგუკანი,  ალი კომური და სებრაილ საშკა ისე გვექცეოდნენ, როგორც კოლეგებს. გვიხსნიდნენ ყველა პროცედურას, გვპასუხობდნენ ჩვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე და ამგვარად ქმნიდნენ ძალიან მეგობრულ და ინტერაქციულ გარემოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, ამან კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ჩვენი იქ მიღებული გამოცდილება.




გაზიარება: Facebook Telegram