ინსტიტუციური კულტურა

სოფლის ექიმის 6 დღე

სეზონი
3
სტუდენტი
17
რეგიონი
4

თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.

„სოფლის ექიმის ექვსი დღე“ თსა-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანსდისციპლინური ინიციატივაა. პროექტი ზრდის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობას და მომავალ ექიმებს ხელოვნების, დაკვირვებისა და ამბის თხრობის გზით ეხმარება სამედიცინო პროფესიონალიზმის გააზრებაში.

სამი სეზონმა გააერთიანა საქართველოს ოთხი რეგიონი, ჩვიდმეტი სტუდენტი და სოფლის მედიცინის არაერთი მნიშვნელოვანი ისტორია — აჭარიდან და გურიიდან ლეჩხუმსა და სვანეთამდე.

ექსპედიციების დასრულების შემდეგაც გრძელდება თანამშრომლობა: ონლაინ ინგლისური ენის კურსები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიები და მოწყვლად რეგიონებში პრაქტიკული გამოცდილების დაგეგმვა.

რა გაგრძელდა ექსპედიციების შემდეგ

  • ონლაინ ინგლისური ენის გაკვეთილები პროექტში მონაწილე სოფლის ექიმებისთვის.
  • კანის კიბოს სკრინინგ კამპანია ხულოში თსა-ს პერსონალის, სტუდენტებისა და სოფლის ექიმების მონაწილეობით.
  • პრაქტიკული სამედიცინო გამოცდილების დაგეგმვა მოწყვლად რეგიონებში.

პროექტი ეხმიანება თსა-ს მისიას და ინსტიტუციურ სოციალურ პასუხისმგებლობას.

პროექტის სეზონები

ჟურნალები და გამოცემები