მიღება

აბიტურიენტებისთვის

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა. პროგრამა შექმნილია მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის, WFME-ის და CanMED-ის სტანდარტების შესაბამისად ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS).

საგანმანათლებლო პროგრამა

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა. პროგრამა შექმნილია მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის, WFME-ის და CanMED-ის სტანდარტების შესაბამისად ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS).

სასწავლო პროგრამა ექვსწლიანია და მოიცავს 360 კრედიტს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით - მათ აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური, კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის უნარებით, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი მაღალი ეთიკური და მორალური ღირებულებებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიონალიზმს და წარმატებულ მოღვაწეობას როგორც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

განაგრძე კითხვა

მიღების კრიტერიუმები

საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამაინგლისურენოვანი მედიცინა
ხანგრძლივობა6 წელი
მოცულობა360 კრედიტი
სწავლების ენაინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაციადიპლომირებული მედიკოსი
საფასური10 000 ლარი
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა45

ეროვნულ გამოცდებზე გადასალახი მინიმალური ზღვარი

ქართული ენა და ლიტერატურა ინგლისური ენა ბიოლოგია მათემატიკა ფიზიკა ქიმია
50% 75% 65% 50% 50% 55%

ინოვაციური სწავლებისა და კლინიკური უნარების განვითარების ეკოსისტემა

თსა-ში ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც პასუხობს მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევებს და ახალ ტექნოლოგიებს. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის ევროპელი კოორდინატორების (ბელგია, ნიდერლანდები) ხელმძღვანელობით, მედიცინის სტუდენტებისთვის შექმნილი სასწავლო პროგრამა აერთიანებს პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკას და საზოგადოებაზე ზრუნვას. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თსა-ში ვავითარებთ სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს და გარემოს.

ინოვაციური, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პირველივე სემესტრიდან, მონაწილეობა მიიღოს რეალური და სიმულაციური პაციენტის კლინიკური შემთხვევის განხილვაში. ეს სტუდენტს უადვილებს დააკავშიროს ერთმანეთთან საბაზისო საგნებში მიღებული ცოდნა და რეალური კლინიკური სიტუაცია.

ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა

აკადემაში დანერგილია ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა. ეს არის ინოვაციური მიდგომა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება აქტიურ სწავლებას და სტუდენტებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ეს მიდგომა ასევე წარმოადგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველს (Lifelong learning).

კლინიკური სწავლება

სწავლების I-III წელი ეთმობა საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების შესწავლას აკადემიის სივრცეში, ხოლო IV წლიდან სტუდენტები სწავლას განაგრძობენ ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, სადაც სწავლობენ კლინიკურ მეცნიერებებს და გადიან ზოგად სპეციალიზაციას.

საგანმანათლებლო რესურსები

თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, თსა-ს ყველა სტუდენტს აქვს ღია წვდომა საბიბლიოთეკო რესურსებსა და სამედიცინო მონაცემთა ბაზებზე, როგორიცაა: ClinicalKey, HINARI, ELSEVIER, OSMOSIS, SCOPUS, SCIENCEDIRECT, COMPLETE ANATOMY 3D, WEB OF SCIENCE, TURNITIN.

თანატოლთა სწავლების პროგრამა

თანატოლთა სწავლების პროგრამა გულისხმობს საგანმანათლებლო მიდგომას, სადაც წინასწარ გადამზადებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ეხმარებიან თანატოლებს სწავლებაში, რაც უფრო თანასწორსა და ინკლუზიურს ხდის სასწავლო გარემოს.

CyberPatient

CyberPatient წარმოადგენს 24/7 ვირტუალურ საავადმყოფოს. სტუდენტებს შეუძლიათ ონლაინ განიხილონ 130-ზე მეტი კლინიკური შემთხვევა. CyberPatient ხელს უწყობს სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების და ზუსტი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას.

ადრეული კლინიკური გამოცდილება

სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს სწავლების პირველივე წლიდან გაეცნოს რეალურ კლინიკურ გარემოს, დააკვირდეს პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციას და მიიღოს კლინიკური გამოცდილება.

პორტფოლიო

პორტფოლიო სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთოს აქტიური სწავლის პროცესში პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის, რაც გულისხმობს თვით-ანალიზს (self-reflection & Personal Development Plan).

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კომპეტენციების მისაღწევად და შესაფასებლად თსა-ში ასევე გამოიყენება სწავლა-სწავლების და შეფასების შემდეგი ინოვაციური მეთოდები:
  • შემთხვევის განხილვაზე და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება (CBL / TBL)
  • შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა (CBCR)
  • ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდა (OSCE / OSPE)
  • პაციენტის საწოლთან სწავლება (Bedside-Teaching)
  • თანატოლთა სწავლების პროგრამა (Peer-to-Peer)
  • შებრუნებული საკლასო ოთახი (flipped classroom)
  • სტრუქტურიზებული ზეპირი გამოცდა (SOE)
  • სწავლება ვირტუალური სიმულაციის გამოყენებით
  • სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის მეშვეობით
  • ანატომიის 3D ვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიური სისტემა (Anatomage Table)

დაფინანსება

თსა-ში სტუდენტთა მოტივაციის ზრდისა და მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს დაფინანსების მოქნილი მოდელი:

100% თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ აკადემიურ წელს ისწავლის სრული დაფინანსებით.

მეორე სასწავლო წლიდან დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტის სემესტრული აკადემიური შედეგების (GPA) საფუძველზე:

GPA 3.5+
100%

სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.5 ან მეტ GPA-ს, მომდევნო სემესტრში მიიღებენ სწავლის საფასურის 100%-იან დაფინანსებას.

GPA 3.0 — 3.5
50%

სტუდენტები, რომლებიც სემესტრის ბოლოს დააგროვებენ 3.0-დან 3.5-მდე GPA-ს, მომდევნო სემესტრში მიიღებენ სწავლის საფასურის 50%-იან დაფინანსებას.

გაცვლითი პროგრამები

თსა-ს სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში აკადემიის სტიპენდიით. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სემესტრულ და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებს, მოკლევადიან და კლინიკურ სტაჟირებებს 21 ქვეყნის 33-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები

თსა-ს, როგორც სტუდენტზე ორიენტირებულ ინსტიტუცია, უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური, ფსიქოლოგიური და კარიერული მხარდაჭერის სერვისებს.

ფსიქოლოგის მხარდაჭერა

ფსიქოლოგის მხარდაჭერა გულისხმობს სტუდენტთა საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევას, ფსიქო-ემოციური პრობლემის იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.

კარიერული განვითარება

კარიერული განვითარება მოიცავს სტუდენტების მხარდაჭერას და კონსულტაციას პროფესიული უნარების ამაღლებაში, საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში და კარიერული დაგეგმვის მხარდაჭერაში.

კურსდამთავრებულთა (ალუმნი) კლუბი

კურსდამთავრებულთა (ალუმნი) კლუბი აერთიანებს თსა-ს კურსდამთავრებულებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს და ხელს უწყობენ ახალი პარტნიორობისა და პროექტების შექმნას.

ფინანსური ინფორმაცია

სწავლის საფასურის გადახდა — თსა-ში რეგისტრაციის დროს აბიტურიენტმა სავალდებულო წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სემესტრის საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები

ბანკი: სს „საქართველოს ბანკი"
მიმღები: შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
ანგარიში: GE09BG0000000624481701

საკონტაქტო პირი

სახელი: ქრისტინე სახელაშვილი
თანამდებობა: საფინანსო სამსახურის უფროსის თანაშემწე