ინფრასტრუქტურა

ანატომიური მაგიდა

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლებას ყველა დონეზე. აკადემია ახორციელებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს წამყვან აფილირებულ კლინიკებთან თანამშრომლობით. ეს უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა პირველივე სასწავლო წლიდან მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება რეალურ გარემოში.

თსა-ს სასწავლო გარემო შექმნილია აკადემიური წარმატების, ინოვაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სტუდენტები სარგებლობენ კარგად აღჭურვილი სასწავლო სივრცეებით, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ინფრაქტრუქტურით, მონაწილეობენ კვლევით და აკადემიურ პროცესებში. ეს ინტეგრირებული მიდგომა ამზადებს კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დღევანდელ განვითარებად ჯანდაცვის სისტემაში წარმატების მისაღწევად.

ანატომიური მაგიდა

ანატომიური მაგიდა (Anatomage) სამედიცინო ვიზუალიზაციის ულტრათანამედროვე მეთოდი და სასწავლო ინსტრუმენტია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ადამიანის ანატომია და მიიღონ იმერსიული და ინტერაქციული გამოცდილება სრულიად უსაფრთხო გარემოში.

მაგიდის ფართომასშტაბიანი სენსორული ეკრანი სტუდენტებს და პედაგოგებს საშუალებას აძლევს ეკრანზე გამოსახული 3D ანატომიური მოდელების მეშვეობით შეისწავლონ და დაათვალიერონ ადამიანის სხეულის ორგანოები, ქსოვილები და სხვადასხვა სტრუქტურა როგორც მიკროსკოპულ, ისე მაკროსკოპულ დონეზე.

მაგიდაში ჩატვირთულია ოთხი ადამიანის (ორი ქალისა და ორი მამაკაცის) დამუშავებული გვამი (3D მოდელი — ადამიანის გაყინული სხეულის მილიმეტრების სიზუსტით დაჭრილი და შექმნილი რეალური გამოსახულებები).

ანატომიური მაგიდის შესაძლებლობები

  • გაკვეთა და შრეების განცალკევება სხვადასხვა ანატომიურ ნაწილებს შორის კავშირის თვალსაჩინოდ დასანახად, სტუდენტებს შეუძლიათ გვამების (3D მოდელების) ვირტუალურად გაკვეთა და ქსოვილების ფენების განცალკევება სრულიად უსაფრთხო გარემოში.
  • განივი ჭრილები MRI ან CT სკანირების გამოცდილების სიმულაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ ნახონ სხეულის განივი გამოსახულებები სხვადასხვა დონეზე, რაც ხელს უწყობს სხეულის შიგნით არსებული სტრუქტურების სივრცითი განლაგების შესწავლას.
  • კლინიკური შემთხვევები (ქეისები) ანატომიური მაგიდა დაკომპლექტებულია კლინიკური შემთხვევების ბიბლიოთეკით (ქეისების ბანკი), რომელიც ეხმარება სტუდენტებს დაინახონ თუ რა კავშირია სხვადასხვა ანატომიურ სტრუქტურასა და სამედიცინო პირობებს შორის.
  • ჯგუფური სწავლება ჯგუფური სწავლების, დისკუსიების და გუნდური მუშაობის პროცესის ხელშეწყობისათვის, მაგიდის მეშვეობით რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია ჩაატაროს მანიპულაციები და შეისწავლოს 3D მოდელები.
  • ტესტების ბიბლიოთეკა ანატომიური მაგიდა მოიცავს კლინიკური შემთხვევების ბიბლიოთეკას, რაც სტუდენტებს ეხმარება გაიღრმავონ და შეამოწმონ ცოდნა.

ანატომიის გარდა, მაგიდა ასევე ინტეგრირებულია სხვადასხვა საგნის სასწავლო პროგრამაში, მაგ: ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, რადიოლოგია, პათოლოგია.

ვიდეო მაგალითები