მედიცინის სკოლა

დეკანის მიმართვა

ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო და მეგობრებო,

მოგესალმებით თბილისის სამედიცინო აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც 1992 წლიდან წარმატებით ასრულებს თავის მისიას: აღზარდოს ექიმების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მომავალი თაობა.

ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი ღირებულება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებაა, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მიდგომებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, რაც ადასტურებს ჩვენი აკადემიის ხარისხს და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

მეცნიერება და კვლევა ჩვენი მისიის სასიცოცხლო ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ კვლევის გზით მიღებული ცოდნა არა მხოლოდ აძლიერებს სამედიცინო განათლებას, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართული საზოგადოების განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემის წინსვლაში.

როგორც მედიცინის სკოლის დეკანი, ვგრძნობ პასუხისმგებლობასა და სიამაყეს, რომ ვუძღვები ექიმების, მკვლევრებისა და ჯანდაცვის ლიდერების შემდეგი თაობის ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენი მიზანია მუდმივად გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი და დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები, სტუდენტებს შევთავაზოთ საუკეთესო აკადემიური გარემო და განვითარების შესაძლებლობები. ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო ჩვენს სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და პარტნიორებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად: ავაშენოთ ძლიერი, თანამედროვე და ჰუმანური სამედიცინო საზოგადოება.

როგორც დეკანი, გარწმუნებთ, რომ აკადემია ყოველთვის დარჩება ადგილად, სადაც შეძლებთ განვითარებას, მიიღებთ მხარდაჭერას და მიაღწევთ წარმატებას. წინ გელით გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე გზა, რომელიც მოგცემთ ძალას, რეალური ცვლილებები შეიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის სამედიცინო აკადემიის ოჯახში!

გელა ბესელია მედიცინის დოქტორი, პროფესორი მედიცინის სკოლის დეკანი თბილისის სამედიცინო აკადემია
სასწავლო ადმინისტრაცია

დეკანატი

დეკანატი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სტუდენტების აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. იგი მთავარი საკომუნიკაციო რგოლია სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის.

დეკანატის მიზანია, თქვენი სასწავლო პროცესი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული და კომფორტული.

საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დეკანატს:

მიმართეთ დეკანატს, თუ გჭირდებათ:

  • ინფორმაცია სასწავლო პროცესის, ცხრილებისა და საგამოცდო კალენდრის შესახებ

  • ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის შეთანხმება

  • აკადემიური მოსწრებისა და სემესტრული შედეგების გაცნობა

  • სტუდენტის სტატუსთან ან მობილობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა

  • აკადემიური ცნობის, დიპლომის დანართისა და სხვა დოკუმენტაციის მიღება

  • სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი საკითხის განხილვა