აკადემიური

ფაკულტეტის განვითარება

ფაკულტეტის განვითარების აქტივობები
კვლევის დღე
2026-07-14

კვლევის დღე

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

დეპარტამენტის შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მხარს უჭერს აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მისი მთავარი მიზანია სწავლების, სწავლისა და შეფასების პრაქტიკის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული და ინტეგრირებული სამედიცინო განათლების სტანდარტების შესაბამისად; ამავდროულად, სამეცნიერო და კვლევითი უნარების გაუმჯობესება მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლებისა და პროგრამის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

ზოგადი ინფორმაცია

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი (2023 წლამდე სახელწოდებით უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახური)შეიქმნა 2019 წლის თებერვალში, 2017 წელს თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების გაანალიზების საფუძველზე. აღნიშნულმა ანალიზმა თსა-ს ერთ-ერთ სუსტ მხარედ აკადემიაში აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა გამოავლინა.

2019 წლის იანვარში ( განახლებული ვერსია - 2022 წლის ნოემბერში) ძალაში შევიდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და ამ გზით კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარების და მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დარგობრივი დოკუმენტის შესაბამისად სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება მიიღწევა კომპეტენციაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის (CBME) შექმნით, კურიკულუმის ინტეგრაციით. ინტეგრირებული სწავლება და კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება კი გულისხმობს სწავლების, სწავლისა და სტუდენტთა შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას.

აკადემია ახორციელებს კომპეტენციაზე დაფუძნებულ, ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც მოითხოვს თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის მხრიდან შესაბამისი სწავლა/სწავლების და შეფასების მეთოდების ცოდნას.

ზემოთ აღნიშნულთან ერთად, განათლების სისტემაში არსებულმა ისეთმა მნიშვნელოვანმა გამოწვევამ, როგორიც არის სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, შეცვალა უმაღლესი განათლების ტრადიციული, პედაგოგზე ორიენტირებული მიდგომა და სიმძიმის ძალა პედაგოგიდან სტუდენტზე გადაიტანა. ეს გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, უკუკავშირის მექანიზმების არსებობას და ამავე დროს პედაგოგის ფუნქციის გაზრდას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თანამედროვე განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგს გათვითცნობიერებული ჰქონდეს და იყენებდეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს.

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარების მხარდაჭერა, რათა ხელი შევუწყოთ კვლევით საქმიანობაში პერსონალის აქტიურ ჩართულობას და საგანმანათლებლო პროგრამაში სამეცნიერო და კვლევითი მტკიცებულებების მეტ ინტეგრაციას.

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

ტრენინგები

  • სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები;
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
  • სამედიცინო განათლებაში ჩართული პედაგოგის უფლება-მოვალეობანი;
  • სილაბუსის სტრუქტურა, სილაბუსის როლი;
  • სწავლა/სწავლების შეფასების მეთოდები ( პორტფოლიო, OSCE, OSPE. SOE, MCQ, WPBA -MiniCEX, CbD, DOPS, CBCR, TBL, Flipped Classroom);
  • უკუკავშირი სამედიცინო განათლებაში;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები;
  • სტუდენტური პრეზენტაციის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები;
  • საპროექტო განაცხადის მომზადება;
  • სიმულაციური სწავლება.

სამუშაო შეხვედრები - reflective sessions

  • საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობის, სასწავლო კურსებს შორის ინტეგრაციის და ინტეგრირებულ ქეისებსა და დავალებებზე მუშაობის მიზნით;
  • საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • სამედიცინო განათლებაში არსებული სიახლეების გაცნობის მიზნით;
  • მეთოდური რეკომენდაციების გაცნობის და გაზიარების მიზნით;
  • პედაგოგიური საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით

საორიენტაციო დღეები ახალი პედაგოგებისათვის

  • აკადემიის ისტორიის, მისიის, ეთიკის კოდექსის, კორპორატიული კულტურის გაცნობა:
  • აკადემიის საბიბლიოთეკო რესურსების, ლაბორატორიის, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის, ანატომიური მაგიდის შესაძლებლობების გაცნობა;
  • სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები(ტრენინგი) ;
  • თსა საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის მენტორთან/პასუხისმგებელ პირთან მიმაგრება.

წარმატებული და მოტივირებული პედაგოგების საერთაშორისო ტრენინგებსა (AMEE-ESME კურსები) და გაცვლით პროგრამებში(Erasmus +Staff Mobility) მონაწილეობა და მიღებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს უძღვებიან როგორც თსა აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება სტუდენტების სწავლებაში, გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრენინგ -კურსები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, ასევე უცხოელი ექსპერტები სამედიცინო განათლების სფეროში.

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ფარგლებში აქტივობები იგეგმება :

  1. პროგრამის წარმატებით განხორციელების საჭიროებებიდან გამომდინარე;
  2. ინოვაციების დაგეგმვის შესაბამისად:
  3. პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის შეფასებისა და კმაყოფილების კვლევის შედეგების საფუძველზე;
  4. სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად;

ფაკულტეტის განვითარების აქტივობები

კვლევის დღე

2026-07-14

კვლევის დღე

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მი…

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (…

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსო…

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინ…

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Vir…

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი…

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფ…

საგრანტო პროექტი - VITAL

2026-01-23

საგრანტო პროექტი - VITAL

პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies,…

კვლევის დღე

კვლევის დღე

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
  • ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
  • კიბოს ბიომარკერების კვლევა;
  • ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (Medical Educator) სტატუსი. მათ წარმატებით დაასრულეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ-კურსი და მიიღეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს:

  • ია ავალიანი - ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 
  • კახა ბრეგვაძე - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • ბიძინა ჩაჩხიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ანა მამისეიშვილი - რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
  • ინა ლეშკაშელი - სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი.

თბილისის სამედიცინო აკადემია განაგრძობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მიმართულებით. ამ პროცესში AMEE-ის ESME (Essential Skills in Medical Education) პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს თბილისის სამედიცინო აკადემიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ის საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ.

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფში, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, თბილისის სამედიცინო აკადემიას ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენდნენ. 

ანგარიშში თავმოყრილია თსა-ს მიერ, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, აღწერილია თსა-ს პერსონალის განვითარებისთვის დანერგილი სწავლა-სწავლების მოდელის საუკეთესო გამოცდილება. ამ ანგარიშის მიზანია, გააერთიანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები, შექმნას პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ქმნის: ერთი მხრივ, აკადემია აქტიურად მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საქმიანობაში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მეორე მხრივ, თავადაც იღებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და პრაქტიკული ჩარჩო, ხელს უწყობს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიან განხორციელებას ევროპულ უმაღლეს განათლებაში.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უორვიკის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლინშოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი). სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია: იონას ლეშკე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტრატეგიული სასწავლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი (გერმანია).



CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.

გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.

ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.

 



VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu

თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence” ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით. 


პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ იანუშ იანჩუკოვიჩს და მის კოლეგებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან გამოცდილების გაზიარება.

ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე ხედვა და მეთოდოლოგია სამედიცინო პროფესიონალიზმის განსაზღვრისა და სწავლების მიმართულებით. ასევე, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმუნოლოგიაში გამოყენებული ინოვაციური მეთოდებისა და ტრავმაზე ორიენტირებული მოვლის/განათლების შესახებ. ინტერაქტიული ლექციების პარალელურად, სამუშაო შეხვედრები დაეთმო ლიდერობისა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები თსა-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე გამოცდილება სასწავლო პროგრამაში სამედიცინო პროფესიონალიზმის სწავლების და შეფასების შესახებ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ხსენებულ საკითხებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ნაწილი დაეთმო ერთიანი ჯანმრთელობის (one-health approach) მიდგომას და პლანეტარული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. 

თსა-სთვის გამორჩეულად სასიამოვნო და საპატიო იყო პოლონელი კოლეგების მასპინძლობა და გეგმავს თანამშომლობის გაძლიერებას ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და ტრანსდისციპლინური საქმიანობის მიმართულებით.


EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფორუმის ძირითადი თემა იყო ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემია წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებული პროფესორმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა. აკადემიის წარმომადგენლებმა, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაცის თემატური სამუშაო ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შედეგები. კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფის ფასილიტაციაში, რომელიც შეეხებოდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას პერსონალის განვითარების მიმართულებით.


საგრანტო პროექტი - VITAL

საგრანტო პროექტი - VITAL

2026-01-23

პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის გრანტით. 

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის  ფასილიტაციით.

პროექტის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი. VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი). 

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ფაკულტეტის წარმომადგენლების მენტორობა და გაძლიერება შემდეგ მიმართულებებში:

  • აკადემიური ლიდერობა 
  • ციფრული პედაგოგიკა 
  • კვლევითი კომპეტენციები