აკადემიური

ფაკულტეტის განვითარება

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

სიახლეები
სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან
2026-08-01

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

დეპარტამენტის შესახებ

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა 2019 წლის თებერვალში თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების (აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა, 2017), ავტორიზაციის ექსპერტთა რჩევის (უფრო მეტი პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისთვის, მედიცინის სწავლების უნარებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ადმინისტრაციული მართვისთვის, 2018) და მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნის (სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით პედაგოგების ტრენინგების აუცილებლობა) გათვალისწინებით.

მიზანი

დეპარტამენტის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და მუდმივად განვითარებადი კვალიფიციური გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც იზიარებს აკადემიის მისიას, ხედვას სწავლებისა და კვლევითი მიმართულებით და აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას.

სიახლეები

საგრანტო პროექტი - VITAL

2026-01-23

საგრანტო პროექტი - VITAL

პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies,…

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

2025-12-26

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა), სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელებ…

თსა PROFFORMANCE + პროექტის კონფერენციაზე

2025-12-09

თსა PROFFORMANCE + პროექტის კონფერენციაზე

PROFFORMANCE + პროექტის დასკვნით კონფერენციას ბუდაპეშტმა უმასპინძლა. კონფერენციამ სახელწოდებით „დაინ…

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

2025-11-19

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას ლინშოპინგის უნივერს…

თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

2025-10-20

თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

2025 წლის გაზაფხულიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მონა…

ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

2025-10-15

ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და პროგრამების დეპარტამენტის ორ…

საერთაშორისო კურსი „მინდობილი პროფესიული საქმიანობა“

2025-10-03

საერთაშორისო კურსი „მინდობილი პროფესიული საქმიანობა“

თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ცისანა ლომაშვილმა და კახა ბრეგვაძე…

ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის წარდგენა

2025-09-16

ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის წარდგენა

თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიური და მოწვეული ლექტორებისათვის ვორქშ…

საგრანტო პროექტი - VITAL

საგრანტო პროექტი - VITAL

2026-01-23

პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის გრანტით. 

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის  ფასილიტაციით.

პროექტის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი. VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი). 

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ფაკულტეტის წარმომადგენლების მენტორობა და გაძლიერება შემდეგ მიმართულებებში:

  • აკადემიური ლიდერობა 
  • ციფრული პედაგოგიკა 
  • კვლევითი კომპეტენციები

 

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

CIMED-ის ხელმძღვანელების ვიზიტი თსა-ში

2025-12-26

თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა), სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები –  პროფესორი ჟოზეტ დენეკენსი და   პროფესორი ჰერმან ვან როსუმი სტუმრობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები თსა-ს საგანმანათლებლო  პროგრამების ხელმძღვანელებთან, მედიცინის სკოლის დეკანთან, ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურთან  და კლინიკური მსჯელობის ხაზის განმახორციელებელ გუნდთან. შეხვედრების დროს განიხილეს აკადემიაში დანერგილი საგანმანათლებლო ინოვაციების შედეგები, გაანალიზდა პედაგოგებისა და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირი და შეფასდა მათი გავლენა სასწავლო პროცესის ხარისხზე.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად CIMED-ის წარმომადგენლებმა განიხილეს ინოვაციების დანერგვისა და მონიტორინგის მექანიზმები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაესწრნენ კლინიკური მსჯელობის სესიას, რის შემდეგაც ლექტორს მიაწოდეს კონსტრუქციული უკუკავშირი სწავლების მეთოდოლოგიისა და სტუდენტთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით.

ასევე, აკადემიური და მოწვეული ლექტორებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე:
„PSII Curriculum: Patient-Centered, Student-Centered, Inquiry-Based, Integrated Curriculum – The Way to Teach Tomorrow’s Doctors, Doctors Fit for Purpose“.
ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტზე და პაციენტზე ორიენტირებული, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას, კლინიკური მსჯელობის განვითარებასა და რეფლექსიის როლს თანამედროვე სამედიცინო განათლებაში.

თსა PROFFORMANCE + პროექტის კონფერენციაზე

თსა PROFFORMANCE + პროექტის კონფერენციაზე

2025-12-09

PROFFORMANCE + პროექტის დასკვნით კონფერენციას ბუდაპეშტმა უმასპინძლა. კონფერენციამ სახელწოდებით „დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა - ღონისძიება სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ – 14 ქვეყნის 90 წარმომადგენელი გააერთიანა. 

ღონისძიებაზე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას (თსა) წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩი (PIA), ბიძინა ჩაჩხიანი.

კონფერენციის მთავარი ფოკუსი იყო PROFFORMANCE-ის შეფასების ხელსაწყოს, მოკლე სასწავლო კურსებისა და სწავლების სრულყოფისათვის შექმნილი მონაცემთა ბაზის პრაქტიკული გამოყენება.

ღონისძიება ჩატარდა Erasmus+-ისა და Tempus Public Foundation-ის მხარდაჭერით.

 

 

 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრა

2025-11-19

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას ლინშოპინგის უნივერსიტეტმა (შვედეთი) უმასპინძლა. თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის სახელით, შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პერსონალის განვითარებისა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერების ჩარჩოს შექმნასა და დასრულებას. ასევე, 2026 წლის თებერვალში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სწავლა/სწავლების ფორუმისათვის ვორქშოპის მომზადებას.

2025 წლის გაზაფხულიდან თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მონაწილეობს EUA-ის თემატური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარების ხელშეწყობასა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. კერძოდ, ლინშეპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია), კოტ დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ვარვიკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), AAB კოლეჯი (კოსოვო), ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტი (ალბანეთი), სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (სომხეთი) და სხვა. თსა ჯგუფში წარმატებული აპლიკაციის საფუძველზე მოხვდა და აქტიურად მონაწილეობს სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების საუკეთესო მოდელებისა და ინსტიტუციური პრაქტიკების გაზიარებას.

 

თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

თსა EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს

2025-10-20

2025 წლის გაზაფხულიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ორიენტირებულია პერსონალის განვითარების ხელშეწყობასა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, კოსოვოდან და სხვა ქვეყნებიდან. თსა ჯგუფში წარმატებული აპლიკაციის საფუძველზე მოხვდა და აქტიურად მონაწილეობს სამუშაო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების საუკეთესო მოდელებისა და ინსტიტუციური პრაქტიკების გაზიარებას.

თემატური სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც გაიმართა ონლაინ ფორმატში 2025 წლის სექტემბერში, მიეძღვნა უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების ინსტიტუციური გამოცდილებების განხილვასა და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები და მიდგომები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების სფეროში.

თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის სახელით, შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი.

შეხვედრაზე, თსა-ს სახელით პრეზენტაცია წარადგინა დეა გოდერძიშვილმა, რომელშიც ასახული იყო აკადემიის მიზნები, მიმდინარე ინიციატივები, საუკეთესო პრაქტიკები და არსებული გამოწვევები, მათ შორის, პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების პროცესში საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომები.

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტმა ასევე გააზიარა სამომავლო გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. 

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს გამოცდილება ევროპის უნივერსიტეტების პერსონალის განვითარების სფეროში, გააზიაროს საკუთარი პრაქტიკა და ჩაერთოს EUA-ს პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას — ბოლონიის პროცესის პრინციპების შესაბამისად.

თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე.

 

 

ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

ვორქშოპი - „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“

2025-10-15

თბილისის სამედიცინო აკადემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და პროგრამების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: „შეფასება სამუშაო ადგილზე (WPBA – Mini-CEX და CbD)“.

ვორქშოპის მიზანი იყო კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებელი ლექტორებისთვის სამუშაო ადგილზე შეფასების თანამედროვე მეთოდების WPBA – Mini-CEX და CbD- გაცნობა და ათვისება.

პროგრამის თანახელმძღვანელმა, კახა ბრეგვაძემ, მონაწილეებს გააცნო სამუშაო ადგილზე შეფასების კონცეფცია, მისი მნიშვნელობა კლინიკური სწავლების პროცესში, საერთაშორისო გამოცდილება და აკადემიაში ამ მეთოდების დანერგვის გეგმა.

ვორქშოპის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო Mini-CEX-ის სიმულაციურ სცენარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სტუდენტისა და პაციენტის კომუნიკაციის, ასევე, ანამნეზის შეგროვების პროცესს და შემდეგ სტუდენტებისთვის მიეცათ კონსტრუქციული უკუკავშირი.

დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ემპათიის რუკისა და ეფექტური უკუკავშირის მიცემის პრინციპებზე.

 

საერთაშორისო კურსი „მინდობილი პროფესიული საქმიანობა“

საერთაშორისო კურსი „მინდობილი პროფესიული საქმიანობა“

2025-10-03

თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა, ცისანა ლომაშვილმა და კახა ბრეგვაძემ წარმატებით გაიარეს საერთაშორისო ონლაინ კურსი მინდობილი პროფესიული საქმიანობის (Entrustable Professional Activities - EPAs) შესახებ: „Ins and Outs of Entrustable Professional Activities“. კურსი ორგანიზებული იყო ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (The Association of Medical Schools in Europe – AMSE) მიერ და მას უძვებოდნენ სამედიცინო განათლებაში ავტორიტეტული ისეთი ფიგურები, როგორიცაა ოლე ტენ კატე, ჰარმ პეტერსი და სხვები. აღსანიშნავია, რომ კურსში მონაწილეობის მიღებამდე, სააპლიკაციო კონკურსის გავლა იყო საჭირო, რის შედეგადაც მსოფლიოდან სულ 20 მონაწილე შეირჩა. 

მინდობილი პროფესიული აქტივობები (EPAs) პროფესიულ საქმიანობათა ერთობლიობაა, რომელთა დამოუკიდებლად შესრულება შეიძლება მიენდოს სტუდენტს (დიპლომამდელი) ან რეზიდენტს (დიპლომისშემდგომი) მას შემდეგ, რაც ის ამ აქტივობების განხორციელების დროს შესაბამის კომპეტენციებს გამოავლენს. ამჟამად EPA აქტიურად ინერგება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

EPA კურსი ძალიან მაღალი ინტენსივობით იყო დატვირთული. თსა-ს მედიცინი პროგრამის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს მცირე ჯგუფის აქტივობებსა და დისკუსიებში.

EPA-ის კურსის ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაიგეგმა EPA-ის თსა-ს მედიცინის პროგრამაშიც იმპლემენტაცია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.

 

ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის წარდგენა

ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის წარდგენა

2025-09-16

თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიური და მოწვეული  ლექტორებისათვის ვორქშოპი ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი იყო - ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის (lecture free) კონცეფციის წარდგენა და აქტიური სწავლების მეთოდების გაცნობა. 

პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის კონცეფციის არსი. ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც ემყარება მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს აქცენტის გადატანას სემინარების დროს აქტიურ სწავლებაზე. აღნიშნული მიდგომა ერთი მხრივ ხელს უწყობს სტუდენტს, თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენოს, მეორე მხრივ ეხმარება მას გაანალიზოს, თუ როგორ ისწავლოს. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველს (Lifelong learning).

ვორქშოპზე დამსწრეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდის სიმულაციაში, მათ შორის: Snowball method, Jigsaw method. ასეთმა სიმულაციურმა გარემომ მონაწილეებს საშუალება მისცათ, საკუთარ თავზე გამოეცადათ აქტიური სწავლების სხვადასხვა მიდგომა და ამავე დროს გაემართათ ჯანსაღი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია ლექციებისაგან თავისუფალი პროგრამის კონცეფციის, მისი დადებითი მხარეების, გამოწვევებისა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. 

 

 

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

2026-08-01

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამის განხორციელების პირველი წლის გამოცდილების გაზიარება, რეფლექსია, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღიად ესაუბრათ საკუთარი გამოცდილების შესახებ, გაეზიარებინათ წარმატებული პრაქტიკები, განეხილათ არსებული სირთულეები და ერთობლივად ემსჯელათ მათი გაუმჯობესების გზებზე. კოლეგებს შორის გამოცდილების გაცვლამ ხელი შეუწყო ახალი იდეების, სწავლების ეფექტური სტრატეგიებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა ლექციებისგან თავისუფალი პროგრამის ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირსა და მიმართულებების ხელმძღვანელებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს. რეფლექსიურ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამების ხელმძღვანელები და დეკანი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მოისმინეს აკადემიური პერსონალის მოსაზრებები და გამოცდილება, ასევე წარმოადგინეს მნიშვნელოვანი უკუკავშირი.

პროგრამების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები და რეფლექსიური პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია ლექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ინოვაციების წარმატებით განხორციელებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.



კვლევის დღე

კვლევის დღე

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
  • ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
  • კიბოს ბიომარკერების კვლევა;
  • ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (Medical Educator) სტატუსი. მათ წარმატებით დაასრულეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ-კურსი და მიიღეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს:

  • ია ავალიანი - ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 
  • კახა ბრეგვაძე - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • ბიძინა ჩაჩხიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ანა მამისეიშვილი - რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
  • ინა ლეშკაშელი - სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი.

თბილისის სამედიცინო აკადემია განაგრძობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მიმართულებით. ამ პროცესში AMEE-ის ESME (Essential Skills in Medical Education) პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს თბილისის სამედიცინო აკადემიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ის საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ.

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფში, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, თბილისის სამედიცინო აკადემიას ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენდნენ. 

ანგარიშში თავმოყრილია თსა-ს მიერ, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, აღწერილია თსა-ს პერსონალის განვითარებისთვის დანერგილი სწავლა-სწავლების მოდელის საუკეთესო გამოცდილება. ამ ანგარიშის მიზანია, გააერთიანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები, შექმნას პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ქმნის: ერთი მხრივ, აკადემია აქტიურად მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საქმიანობაში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მეორე მხრივ, თავადაც იღებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და პრაქტიკული ჩარჩო, ხელს უწყობს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიან განხორციელებას ევროპულ უმაღლეს განათლებაში.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უორვიკის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლინშოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი). სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია: იონას ლეშკე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტრატეგიული სასწავლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი (გერმანია).



CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.

გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.

ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.

 



VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu

თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence” ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით. 


პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ იანუშ იანჩუკოვიჩს და მის კოლეგებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან გამოცდილების გაზიარება.

ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე ხედვა და მეთოდოლოგია სამედიცინო პროფესიონალიზმის განსაზღვრისა და სწავლების მიმართულებით. ასევე, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმუნოლოგიაში გამოყენებული ინოვაციური მეთოდებისა და ტრავმაზე ორიენტირებული მოვლის/განათლების შესახებ. ინტერაქტიული ლექციების პარალელურად, სამუშაო შეხვედრები დაეთმო ლიდერობისა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები თსა-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე გამოცდილება სასწავლო პროგრამაში სამედიცინო პროფესიონალიზმის სწავლების და შეფასების შესახებ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ხსენებულ საკითხებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ნაწილი დაეთმო ერთიანი ჯანმრთელობის (one-health approach) მიდგომას და პლანეტარული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. 

თსა-სთვის გამორჩეულად სასიამოვნო და საპატიო იყო პოლონელი კოლეგების მასპინძლობა და გეგმავს თანამშომლობის გაძლიერებას ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და ტრანსდისციპლინური საქმიანობის მიმართულებით.


EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფორუმის ძირითადი თემა იყო ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემია წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებული პროფესორმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა. აკადემიის წარმომადგენლებმა, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაცის თემატური სამუშაო ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შედეგები. კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფის ფასილიტაციაში, რომელიც შეეხებოდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას პერსონალის განვითარების მიმართულებით.